თბილისი (GBC) - პოპულარული გერმანული სპორტული გამოცემა და ვებ-გვერდი Transfermarket- ის ინფორმაციით ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
დღევანდელ დღემდე ქართველი ვინგერის ფასი 60 მილიონ ევროს შეადგენდა.
თბილისი (GBC) - პოპულარული გერმანული სპორტული გამოცემა და ვებ-გვერდი Transfermarket- ის ინფორმაციით ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
დღევანდელ დღემდე ქართველი ვინგერის ფასი 60 მილიონ ევროს შეადგენდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
კომპანიის კომერციული კომუნიკაციის თანახმად, მომხმარებლებს 2024 წლის 29 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე შეეძლოთ სასურველი ნივთის შეძენა „თიბისი ბანკის" 0%-იანი განვადებით, თუმცა, ადგილზე მისვლისას, მომხმარებელმა შეიტყო, რომ შეთავაზება რეალურად არ მოქმედებდა და განვადების პირობები იყო განსხვავებული - ყოველთვიურად მომხმარებელს ეზრდებოდა ხარჯი 1%-ით.სააგენტოს მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ კომპანიის მიერ გავრცელებული კომერციული კომუნიკაცია შეიცავდა მცდარ ინფორმაციას 0%-იან განვადებასთან დაკავშირებით, რამაც მომხმარებელში შექმნა მოლოდინი ისეთი ფინანსური უპირატესობის შესახებ, რომელიც, რეალურად, არ არსებობდა. აღნიშნული ქმედება, სააგენტოს მიერ შეფასდა, როგორც „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა.GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, მომხმარებელთა უფლებების აღდგენა და ინდივიდუალურად მორგებული სპეციალური შეთავაზებების გაკეთება იმავე პირობებით, რა პირობებითაც კომერციული კომუნიკაცია თავდაპირველად განხორციელდა.
1761120800
2024 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა ₾6.6 მლრდ იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი - 56.2024 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები ₾82.1 მლრდ-ს გაუტოლდა, საიდანაც მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა ₾22.6 მლრდ-ს.საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ბოლოსათვის არსებული მთლიანი ვალდებულებებიდან ₾17.3 მლრდ წარმოადგენდა ვალდებულებებს უცხოური ვალუტით, ხოლო არარეზიდენტების მიმართ არსებული ვალი (საგარეო ვალი) ₾12.მლრდ-ს შეადგენდა.კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2024 წლის ბოლოსათვის ₾68.7 მლრდ შეადგინა:არაფინანსური კორპორაციების მიერ 2024 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები ₾3.2 მლრდ-ს შეადგენდა, ხოლო მთლიანი შემოსავლები - ₾20.6 მლრდ-ს, რომლის სტრუქტურაც წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე:საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) ₾12.8 მლრდ შეადგინა. აქედან, ვალის მომსახურება მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით ₾2 მლრდ იყო.ვალის მომსახურება ფიზიკური პირებისგან მიღებული სესხების მიხედვით ₾164.5 მლნ-ს, ხოლო ვალის მომსახურება სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით ₾959.8 მლნ-ს შეადგენდა.
1761120478
"საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით და 2019-2021 წლებში, მის მფლობელობაში არსებული, ფედერაციის კუთვნილი ბიზნესბარათების გამოყენებით, საბანკო ანგარიშებიდან, სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ა(ა)იპ საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის კუთვნილი 464 496 ლარი, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.პროკურატურის ცნობით, უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
1761118851
ღონისძიება მადრიდში გაიმართა. გამოფენაში ქართველ მწარმოებლებთან ერთად ჩართული იყო 2 200-ზე მეტი კომპანია მსოფლიოს 150 ქვეყნიდან.ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები და მწარმოებლები მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, მარიო სტეტას შეხვდნენ და სექტორის მთავარი გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს უნიკალური პოტენციალი, გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე ევროპასა და აზიას შორის მოცვის მიწოდების ჯაჭვში.საქართველოდან მოცვის ექსპორტი წლიდან წლამდე მზარდია. მიმდინარე წლის სამ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 6,900 ტონა კენკროვანი გაიყიდა საზღვარგარეთ, რაც წლიურად 39%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მკვეთრი ცვლილება ფიქსირდება შემოსავლებშიც: საქართველომ მოცვის ექსპორტიდან $46 მლნ მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 65%-ით მეტია.თიბისი, როგორც ბიზნესის N1 მხარდამჭერი, მოცვის კულტურის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. მხოლოდ კორპორატიულ სექტორში ბანკის მიერ 300 ჰექტარზე მეტი მოცვის პლანტაციებია დაფინანსებული. საერთაშორისო ღონისძიებებში საქართველოს ჩართულობით კი თიბისი ხელს უწყობს, ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდას, ბაზრების გაფართოებასა და საქართველოს აგრარული პროდუქციის აღიარებას გლობალურ დონეზე.
1761117511
გაზრდილი ფასებით სარგებლის მისაღებად ორი გზა არსებობს:1. თუ თანხა ახლა გჭირდება:მაგრამ არ გსურს, შენი ნივთი, ძვირფასი და მზარდი აქტივი, გაყიდო, საუკეთესო გამოსავალია, ის დროებით „ექსპრეს ლომბარდს“ მიანდო. ამით, ერთი მხრივ, საჭირო თანხას მომენტალურად მიიღებ, მეორე მხრივ კი, შეინარჩუნებ საკუთარ ნივთს, რომლის ღირებულებაც მომავალში შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.ფილიალები იხილე აქ2. თუ უკვე ექსპრეს ლომბარდის მომხმარებელი ხარ:დამატებითი თანხის მიღება იმ შემთხვევაშიც შეგიძლია, თუ „ექსპრეს ლომბარდში“ მოქმედი სესხი უკვე გაქვს. ამისთვის საჭიროა, უბრალოდ, დააფიქსირო სურვილი - დარეკო ცხელ ხაზზე (0322 39 39 39) ან მიხვიდე ფილიალში.ექსპერტები შენს ნივთს ახალი, გაზრდილი ტარიფით ხელახლა შეაფასებენ და იმავე ნივთის უზრუნველყოფით დამატებითი თანხის მიღებას შეძლებ.რატომ იზრდება ოქროს ფასი?წელს ოქროს ფასი 58%-ით არის გაზრდილი, რაც მას ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის მქონე საინვესტიციო აქტივად აქცევს. ოქროს გაძვირებას მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკური ვითარება განაპირობებს, რა დროსაც ინვესტორები ყველაზე გამოცდილ, სტაბილურ და სანდო აქტივს, ანუ ოქროს ყიდულობენ. გარდა ამისა, ძვირფასი მეტალის უმსხვილეს შემსყიდველთა შორის გლობალური ცენტრალური ბანკები არიან, რომლებიც ყოველთვიურად რამდენიმე ტონა ოქროს ყიდულობენ, რაც მათ სტრატეგიული რეზერვების შესავსებად სჭირდებათ.შეფასების ტარიფები:999 – 111.84$ (ექვ.ლარში)958 – 107.20$ (ექვ.ლარში)916 – 102.51$ (ექვ.ლარში)750 - 83.53$ (ექვ.ლარში)585 – 65.34$ (ექვ.ლარში)500 - 55.55$ (ექვ.ლარში)375 - 40.40$ (ექვ.ლარში)032 2 39 39 39 | *3939ექსპრეს ლომბარდის ფილიალები იხილე აქ: https://expresslombard.ge/ka/misamartebi
1761113763
შემოსავლების სამსახურმა არ დაასახელა, რომელი კომპანიის ნავთობია ხომალდზე – „თავი შეიკავა საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან.”თუმცა, უწყება ამტკიცებს, რომ „გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები.„აქედან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება”. – აცხადებს შემოსავლების სამსახური.21 ოქტომბერს, მედიაგამოცემა Reuters LSEG-ის გემების კურსის დაკვირვების მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსულმა ნავთობკომპანია რუსნეფტმა ოქტომბერში საქართველოში ახალაშენებულ ყულევის ნავთობგადამამუშავებელს პირველი ტვირთი მიაწოდა.LSEG-ის მონაცემებით, 6 ოქტომბერს ხომალდმა კაისერიმ ყულევის ნავთობტერმინალს რუსეთის ნოვოროსიისკის პორტიდან 105 340 ტონა Siberian Light-ის ტიპის ნედლი ნავთობი მიაწოდა.რუსნეფტმა Reuters-თან კომენტარი არ გააკეთა.ყულევში ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაცია ერთი წლის წინ, 2024 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა.ქარხნის დაფინანსებაში საკუთარი წვლილი სახელმწიფოს კუთვნილმა საინვესტიციო ფონდმა "საქართველოს განვითარების ფონდმაც" შეასრულა, რომელმაც კომერციულ ბანკებთან ერთად სინდიცირებული სესხი გამოუშვა. ფონდის თანამონაწილეობამ $5 მლნ, ხოლო კომერციული ბანკების: "ბანკი ქართუს", "ბაზისბანკისა" და "ხალიკბანკის" დაფინანსებამ კი $45 მლნ შეადგინა.ბიზნესრეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია შპს „ბლექ სი პეტროლიუმი” 2022 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კომპანიის გენერალური დირექტორი ვახტანგ ჩახნაშვილია, ხოლო დირექტორი – მიხეილ ჭკუასელი.შპს „ბლექ სი პეტროლიუმ”-ში 70%-იანი წილი ბიზნესმენ მაკა ასათიანს ეკუთვნის, ხოლო 30%-იანი წილი შპს TRADE STONE IBERIA-ს.უშუალოდ TRADE STONE IBERIA-შიც 70%-იანი წილის მფლობელი მაკა ასათიანია, 10%-იანი წილი კი სოფიო თავართქილაძეს ეკუთვნის, 20% კი შპს „თრეიდ სთოუნ იბერია”-ს.
1761077940
23.5 მლნ ლარამდე მიიღო, წელს, მე-3 კვარტალში. 9 თვის შარშანდელი ამონაგები კი 22,3 მლნ ლარი იყო. მისოს ანგარიშგებით, შემოსავლების 89% - 20.9 მლნ ლომბარდიდან მიღებულია. ძირითადად ავტოლომბარდია, რომელიც წლიურ 26%-დან 42%-მდე განაკვეთით გაიცემა (ეფექტური 50%-მდე).მისოს ინფორმაციით, „ევრო კრედიტში“ სესხები 6 წლამდე ვადით, 200 000 ლარამდე მოცულობით გაიცემა. მ.შ. ბიზნესესხებიც, წლიურ 24-36% განაკვეთით (ეფექტური 50%-მდე).
1761052680
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლამი.მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობის ისტორია, ბანკის მიერ მხარდაჭერილი მიმდინარე და სამომავლო პროექტები.ფინანსთა მინისტრმა ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რომელიც ADB-ის შეაქვს საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის.თავის მხრივ, ADB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობას, როგორც ორმხრივ ისე რეგიონულ ჭრილში და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განვითარდება.6 ოქტომბერს ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა ლესლი ბეარმან ლამმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ბათუმი-სარფის გზის, დაახლოებით, 11 კილომეტრიანი, ძირითადად, ორზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობას.გრძელვადიანი სესხის მოცულობა 306,6 მლნ ევროა. პროექტის ფარგლებში, ავტომაგისტრალი ბათუმის შემოვლითი გზის ხაზიდან დაიწყება და თურქეთთან სარფის სასაზღვრო გადასასვლელთან ახლოს მდებარედ გაგრძელდება. ძირითადი საინჟინრო მახასიათებლები მოიცავს 7.6 კილომეტრიან ორმხრივ გვირაბსა და 1.47 კილომეტრიან ხიდს ჭოროხის მდინარეზე, რომელიც ტრანსევროპული მაგისტრალის სტანდარტების შესაბამისად აშენდება.
1761047590
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, „ემბისიმ“ ₾30 მლნ-ის ობლიგაციები განათავ...
1759909113
სებ-მა საშემოდგომოდ მილიონამდე ლარის მობილიზება ვერ შეძლო
1760702640
ქვრივიშვილს ახალი მოადგილე ჰყავს
1760691393
TBC-ს დირექტორთა საბჭოს მონიკა კალია უერთდება
1760367715
სექტემბერი საპენსიო ფონდისთვის წლის მეორე "საუკეთესო თვე" აღმოჩნდა
1759926200