თბილისი (GBC) - ხუთშაბათს, 18 ივლისს ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის კანონმდებლების მხარდაჭერა მოიპოვა და პრეზიდენტის სკამი კიდევ ხუთწლიანი ვადით შეინარჩუნა.
ევროპარლამენტის 720 წევრიდან მას მხარი 401-მა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, 15-მა თავი შეიკავა.
ევროკომისიის პრეზიდენტობის სკამის შესანარჩუნებლად მას სულ 361 ხმა სჭირდებოდა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტად ასევე მეორე ვადით აირჩიეს რობერტა მეცოლა. რობერტა მეცოლას 623-ი დეპუტატიდან 562-მა დაუჭირა მხარი.