როგორ დავაგროვო შოპინგისთვის საკმარისი PLUS ქულები? – მოემზადე მომავალ...
წლევანდელი დაბადების დღე
განსაკუთრებით აქტიური და
დასამახსოვრებელი გამოდგა
და შავ პარასკევსაც კი
აჯობა. დიდი რიგები
მაღაზიებთან, უამრავი
გახარებული და ბედნიერი
ადამიანი. თუმცა თუ ფიზიკურ
მაღაზიებში სიარული არ
გიყვართ, ონლაინაც
შეგეძლოთ შოპინგი და
შეთავაზებით
სარგებლობა.თუ ამ
დაბადების დღეზე PLUS ქულები
არ დაგიხარჯავთ და საერთოდ
ვერ გაგიგიათ, როგორ
აგროვებენ იმდენ ქულას, რომ
ძვირად ღირებულ
ტექნიკასაც კი ყიდულობენ,
ამ ბლოგში პატარა რჩევებსა
და ხრიკებს
გაგიზიარებთ:გადაიხადეთ PLUS
ბარათითPLUS ქულები
საქართველოს ბანკის
ნებისმიერი სადებეტო
ბარათით გადახდისას
გროვდება, მთავარია,
გადახდა შეასრულოთ
საქართველოს ბანკის
ტერმინალზე, ონლაინ
გადახდისას კი აირჩიოთ
საქართველოს ბანკის
გადახდის მეთოდი. თუმცა, PLUS
ბარათს განსაკუთრებული
პირობები აქვს. სხვა
სადებეტო ბარათებთან
შედარებით ამ ბარათით
გადახდისას 4-ჯერ მეტი PLUS
ქულა შეგიძლიათ დააგროვოთ,
თქვენი სტატუსის მიხედვით.
ამასთანავე, ყოველ თვიურად
განსაკუთრებული
შეთავაზებები გელოდებათ,
რომლის მეშვეობითაც უფრო
მეტი ქულის დაგროვებაა
შესაძლებელი. PLUS ბარათის
შეკვეთას სრულიად უფასოდ
ამ ბმულზე შეძლებთ და სხვა
დეტალებსაც
გაეცნობით.თვალი ადევნეთ
შეთავაზებებსსაქართველოს
ბანკი PLUS ბარათის
მფლობელებისთვის ხშირად
ქმნის შეთავაზებებს
პარტნიორ მაღაზიებში,
რომელთა სიაც ძალიან
გრძელია. ბარათით
გადახდისას ზოგჯერ 10-ჯერ ან
50-ჯერ მეტი ქულის
დაგროვებაც კი შეგიძლიათ,
ან PLUS ქულების სახით
ქეშბექის მიღება. თუ
ტანსაცმლის, საჩუქრის,
უბრალოდ ახალი ნივთის
ყიდვას, დასვენებას ან
კაფეში მეგობრებთან ერთად
წასვლას გეგმავთ,
წინასწარ გადაავლეთ თვალი
მრავალფეროვანი
შეთავაზებების გვერდს და
აუცილებლად იპოვით
საყვარელ ადგილს.
ყოველდღიური
შეთავაზებების ნახვა კი
მარტივად, მობილბანკშიც
შეგიძლიათ.ქულების
გადარიცხვაალბათ იცით, რომ
PLUS ქულების გადარიცხვა
მობილბანკის საშუალებით
სულ რამდენიმე წამშია
შესაძლებელი. ამიტომ
სასურველი ნივთისთვის
შეგიძლიათ მეგობრებთან ან
ოჯახის წევრებთან ერთად
შეაგროვოთ თანხა და PLUS
დაბადების დღეზე ერთ
ანგარიშზე
გააერთიანოთ.საკრედიტო AmEx
ბარათით
დაგროვებაშეიძლება AmEx
საკრედიტო ბარათს იყენებთ
და MR ქულები გიგროვდებათ. MR
ქულების PLUS ქულებში
კონვერტაცია ასევე
მობილბანკის საშუალებითაა
შესაძლებელი, თანაც
უკეთესი კურსით. საკრედიტო
AmEx ბარათსაც საინტერესო
შეთავაზებები აქვს
ყოველკვირეულად, რომელთა
საშუალებითაც მეტი MR ქულა
გროვდება. ამიტომ, თუ
საკრედიტო ბარათით არჩევთ
ქულების დაგროვებას, თვალი
ადევნეთ MR ქულების
შეთავაზებებს და
დაგროვილი MR-ები PLUS ქულებში
გადაცვალეთ.საიდუმლო
ხრიკითუ თქვენი მეგობრები
არ აგროვებენ ქულებს, ან
იშვიათად იყენებენ
საქართველოს ბანკის
ბარათს, საერთო შეკრებების,
მოგზაურობების დროს, როცა
ხარჯებს ინაწილებთ, თქვენი
ბარათით გადაიხადეთ თანხა.
თანხის გაყოფას,
განაწილებას კი
უმარტივესად მობილბანკით
შეძლებთ. არ დაგჭირდებათ
ბევრი ანგარიში,
მეგობრებს მონიშნავთ
კონტაქტებში, გაუგზავნით
თანხის გაყოფის მოთხოვნას
მობილბანკიდან, მიუთითებთ
საკუთარ ანგარიშს და
თქვენს მიერ დახარჯულ
თანხას გადმოგირიცხავენ.
თუ ამ ბლოგს თქვენი
მეგობრებიც წაიკითხავენ,
შეიძლება საერთო
შეკრებისას გადახდის
ბევრი მსურველი
გამოჩნდეს.თუ სწორად
დაგეგმავთ საყიდლებს, PLUS
ბარათით გადაიხდით და
შეთავაზებებსაც არ
გამოტოვებთ, იმაზე
მარტივად შეაგროვებთ
შოპინგისთვის საკმარის
ქულებს, ვიდრე
წარმოგიდგენიათ. სწორედ
ასე ყიდულობენ ადამიანები
ტექნიკას, სამკაულებს და
სხვა ნივთებს, რომლებიც
დიდი ხანია უნდათ, თუმცა
თანხის გადადებას ვერ
ახერხებენ. ასე რომ,
გაითვალისწინე რჩევები და
წინასწარ დაიწყე მზადება
მომავალი წლის PLUS დაბადების
დღისთვის.
1752242451