თბილისი (GBC) – თურქეთის საფინანსო ბაზარზე სამშაბათს ლირასთან მიმართებით ძირითადი ვალუტების კურსის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ თურქული საქმიანი გამოცემა Dünya წერს.
კერძოდ, დოლარისა და ევროს კურსები ისტორიულ მაქსიმუმებს მიუახლოვდა. დღეს სტამბოლის საფონდო ბირჟაზე ამერიკულმა ვალუტამ ვაჭრობა 28,9330 ლირის ნიშნულზე გახსნა, ხოლო ევრომ ვაჭრობა დაიწყო კურსით 31,6820 ლირა.
შედარებისთვის, ორშაბათს ლირის თანაფარდობამ დოლართან მიმართებით 28,9100 შეადგინა, ხოლო ევრომ – 31,6010 ლირა.