თბილისი (GBC) - ინგლისური პრემიერლიგის კლუბის, მანჩესტერ იუნაიტედის აქციები ვარდნას განიცდის.
სამშაბათს ნიუ-იორკის ბირჟაზე კომპანიის აქციები 18%-ით გაუფასურდა. BBC-ს ინფორმაციით, ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიას მყიდველი არ ჰყავს.
როგორც ცნობილია კლუბი იყიდება და მისი ამჟამინდელი მფლობელები ძმები გლეიზერები 10 მლრდ ფუნტს ითხოვენ.
გლეიზერების ოჯახმა მანჩესტერში 2005 წელს $790 მლნ გადაიხადა. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ გლეიზერების მფლობელობისას, კლუბმა ტრანსფერებში 1.4 მლრდ ევრო დახარჯა.
აქციების ფასების დაცემამ, სამშაბათს, მანჩესტერ იუნაიტედის ფასი $700 მლნ-ით შემცირდა. გამოცემის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით კლუბი შეფასებულია $3.2 მილიარდად.
სამშაბათის სავაჭრო სესიაზე მანჩესტერ იუნაიტედის ფასი $4.31-ით (-18%) შემცირდა. 1 აქციის ფასი ამ დროისათვის $19.35-ია.