თბილისი (GBC) – ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანში მოთაბა დემირჩილუ საგარეო უწყებაშიგ გამოიძახეს მას შემდეგ, რაც ირანული დრონებით ნახიჩევანის აეროპორტზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე შეტევა განხორციელდა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ირანელ ელჩს საპროტესტო ნოტას გადასცემენ.

აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე ირანის მხრიდან დრონებით შეტევა დღეს, 5 მარტს განხორციელდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო APA წერს.