თბილისი (GBC) – ზღვრული ფასების დაწესების შედეგად რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან შემოსავლები იანვარში 1/3–ით შემცირდა, აცხადებს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელი ფატიხ ბიროლი, რომელსაც სააგენტო Reuters ციტირებს.
ენერგეტიკული სააგენტოს შეფასებით, რუსეთმა იანვარში ნავთობისა და გაზის გაყიდვით $8 მლრდ–ით ნაკლები შემოსავალი მიიღო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შესაბამისად, შემოსავალი 30%–ით არის შემცირებული.
ბიროლის თქმით, ფასების ზღვრის დაწესებამ შედეგი გამოიღო, როგორც ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციის, ისე ექსპორტიდან მოსკოვის შემოსავლების კლების მიმართულებით.