თბილისი (GBC) – უნცია ოქროს ფასი რეკორდულად მაღალ ნიშნულზე ავიდა აზიურ ვაჭრობებზე, რადგან ფედრეზერვის მიერ განაკვეთების შემცირებით გამოწვეულმა ოპტიმიზმმა დოლარზე იქონია ზეწოლა, ხოლო უახლოეს დღეებში ამერიკის ეკონომიკის მონაცემები უნდა გამოქვეყნდეს. ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტში უნცია ოქროს ფასი 0,19%–ით არის გაზრდილი და $2 682–ს შეადგენდა.

სამრეწველო ლითონებს შორის სპილენძი მცირედით გაიაფდა მას შემდეგ, რაც მისი ფასი ორთვიან მაქსიმუმზე იყო ასული. სპილენძის გაძვირებას ჩინეთის მიერ ეკონომიკის დამატებითი მასტიმულირებელი ზომები განაპირობებდა – „ცისქვეშეთი“ ამ ლითონის უმსხვილესი იმპორტიორია მსოფლიოში.

ლითონების ფასების ზრდა, ძირითადად ფედრეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირებას განაპირობა, რამაც დოლარი 14–თვიან მინიმუმამდე დასწია. ცენტრალურმა ბანკმა შერბილების ციკლის დაწყების შესახებაც განაცხადა, რაც, სავარაუდოდ, მომდევნო თვეებში განაკვეთის კიდევ უფრო დაწევას გულისხმობს.