თბილისი (GBC) – უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიკტორ ორბანი მოსკოვში გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ მსოფლიო საინფორმაციო სააგენტოები პარასკევს, 5 ივლისს წერენ. ორბანის პრეს–მდივანმა ბერტალან ხავაშმა განაცხადა, რომ ვიზიტის მიზანია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა.

„თავისი სამშვიდობო მისიის ფარგლებში უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიკტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. მთავრობის მეთაური რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება“, – ციტირებს ხავაშს მედია.