თბილისი (GBC) – საუდის არაბეთმა თავის მიზანზე – $100 ბარელი ნავთობი – უარი თქვა, ბაზარზე თავისი წილის დაბრუნების სასარგებლოდ. სამეფო ნავთობმოპოვების გაზრდას დეკემბრიდან გეგმავს და უკვე შეეგუა „შავ ოქროზე“ დაწეულ ფასებს. 

ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტისთვის, საუდის არაბეთიდან გავრცელებულმა ამ საგანგებო ცნობამ, ელვისებურად დააგდო ამ წიაღისეულის ფასები. Brent-ის მარკის ნავთობი ამ დროისთვის 2,72%–ს კარგავს და ბარელი $70,94 ღირს. ამერიკული WTI თითქმის 3%–ით არის დავარდნილი – $67,61–მდე ბარელზე.