თბილისი (GBC) – როდესაც სლოვაკეთის პრემიერ–მინისტრს რობერტ ფიცოს ბრატისლავიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 150 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ჰანდლოვაში ესროლეს, ქვეყნის პარლამენტში დისკუსიები მიმდინარეობდა. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ ლიუბოშ ბლახამ სროლის შესახებ შეიტყო, სხდომა შეწყვიტა და თავდასხმაში ოპოზიცია დაადანაშაულა: „ეს თქვენი გაკეთებული“. ამის შესახებ წამყვანი სლოვაკური მედია წერს.
სხვა დეპუტატმა უმრავლესობიდან რიხარდ გლიუკმა ასევე ოპოზიციონერი დეპუტატები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „მომხდარზე მათ ეკისრება პასუხისმგებლობა“.
სლოვაკური მედიის ცნობით, ფიცოს ოთხჯერ ესროლეს, აქედან ერთი ტყვია მას მუცლის არეში მოხვდა. ფიცოსთან ახლოს მდგომმა ქალმა გაზეთ Denník N–ს უთხრა, რომ პრემიერს თავზე და მუცელზე შენიშნა სისხლი.
სლოვაკური გამოცემა Plus Jeden Den კარგად ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობის წერს, რომ პრემიერი მკერდში და მუცელშია დაჭრილი და მიმი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ეს ჭრილობები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის.
გავრცელებული ცნობების თანახმად, ფიცო ქალაქ ჰანდლოვაში ქუჩაში ხალხს ესაუბრებოდა, როდესაც რამდენიმე გასროლა გაისმა და იგი მიწაზე დავარდა.