თბილისი (GBC) – რაკეტამ Falcon 9 სამშაბათს ორბიტაზე წარმატებით გაიტანა თურქული კავშირგაბმულობის თანამგზავრი Turksat 6A. ამის შესახებ SpaceX–ის მწარმოებელ კომპანიაში განაცხადეს.

რაკეტა ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხის მე–40 გამშვები კომპლექსიდან ორშაბათს, ადგილობრივი დროით 19:30 საათზე აფრინდა.

Turksat 6A პირველი თურქული თანამგზავრია, რომელიც მთლიანად თურქეთში დამზადდა. თანამგზავრიდან კავშირგაბმულობის სერვისებს თურქეთის გარდა ევროპის ქვეყნები, ჩრდილოეთ აფრიკა, ინდოეთი, ინდონეზია და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები მიიღებენ.

რაკეტმზიდმა თანამგზავრის ორბიტაზე გატანის შემდეგ წარმატებით შეასრულა ვერტიკალური დაშვება საზღვაო დრონ–პლატფორმაზე ატლანტის ოკეანეში.