თბილისი (GBC) - ტურიზმის გასაძლიერებლად და ქვეყანაში დოლარის შემოტანის მიზნით, ტაილანდის მთავრობამ და მინისტრთა კაბინეტმა 93 წვეყნისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა. მათ შორისაა საქართველოც.
საქართველოს გარდა, ქვეყნები, რომელთა მოქალაქეები უკვე იღებდნენ 30-დღიან ვიზას, ხოლო ამიერიდან 60-დღიან ვიზას მიიღებენ, არის:
- ინდოეთი;
- ყაზახეთი;
- მალტა;
- მექსიკა;
- პაპუა-ახალი გვინეა;
- რუმინეთი;
- უზბეკეთი;
- ტაივანი;
- ბუტანი;
- ბულგარეთი;
- კვიპროსი;
- ფიჯი.
ამასთან, ტაილანდის მთავრობამ 60-დღიანი უვიზო რეჟიმი აამოქმედა შემდეგი ქვეყნებისთვის:
- ჩინეთი;
- ლაოსი;
- მაკაო;
- მონღოლეთი;
- რუსეთი;
- კამბოჯა.