თბილისი (GBC) - სახელმწიფოების ტექნოლოგიური განვითარებით, პირველ სამეულს აზიის ქვეყნები იკავებენ.

ამის შესახებ კვლევას ცნობილი ონლაინ სასწავლო პლატფორმა RankingRoyals აქვეყნებს.

კვლევის შედეგები დაფუძნებულია რამდენიმე კრიტერიუმზე. მათ შორისაა ტექნოლოგიური უნარები, ლიდერობა და შესაბამის ინდუსტრიაში დროის მენეჯმენტი.

პირველი სამეული იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და ჩინეთმა დაიკავეს.

მეოთხე და მეხუთე პოზიციას კი შეერთებული შტატები და გერმანია იკავებენ.

სიაში 40 ქვეყანაა. ჩამონათვალში საქართველოს სამეზობლოდან რუსეთი (8 ადგილი) და თურქეთი (39 ადგილი) მოხვდნენ.