თბილისი (GBC) – უოლ–სტრიტზე ორშაბათის ვაჭრობებზე ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla 15%–იან ვარდნაშია, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2020 წლის სექტემბრის შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News ავრცელებს.

პარასკევს ავტომწარმოებელმა ზედიზედ მეშვიდე კვირა დახურა ზარალზე, რაც წარუმატებლობის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია 2010 წლის შემდეგ, როდესაც კომპანია Nasdaq–ზე დაილისტა.

17 დეკემბრის შემდეგ, როდესაც Tesla–ს აქციები პიკზე იყო და $479,86 ღირდა, კომპანიამ თავისი საბაზრო ღირებულების 50% დაკარგა. შედეგად, მას $800 მლრდ გაუქრა.

კომპანიის აქციების ვარდნა ორშაბათის ვაჭრობაზე ტარიფებზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმებით გამოწვეულ გაურკვევლობას უკავშირდება. კანადა და მექსიკა მნიშვნელოვანი ბაზრებია საავტომობილო ინდუსტრიისთვის და ტარიფების გაზრდამ შესაძლოა ტარიფების ომამდე მიიყვანოს ქვეყნები და ელექტრომობილებზე მოთხოვნაც შემცირდეს.