თბილისი (GBC) – დონალდ ტრამპი ორშაბათს აპირებს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან და პალესტინელი ლტოლვილების დახმარების გაეროს ახლო აღმოსავლეთის სააგენტოდან გასვლის შესახებ განკარგულების ხელმოწერას. ამის შესახებ გაზეთი Politico წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ დიდი ხანია ადანაშაულებს სააგენტოს ისრაელის მთავრობისადმი მიკერძოებასა და მთავრობების მფარველობაში, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ.

ტრამპი განკარგულებას ხელს ისრაელის პრემიერ–მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრამდე მოაწერს ხელს. 

გამოცემა აზუსტებს, რომ გაეროს ეს სტრუქტურა ღაზას მოსახლეობას დახმარებას უწევს ისრაელის მხრიდან განხორციელებული იერიშის ფონზე.