თბილისი (GBC) - აშშ-ის 45–ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, Facebook–ის შემქმნელს მარკ ცუკერბერგს დაპატიმრებით ემუქრება. რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის მტკიცებით, „ცუკერბერგი თაღლითია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა და 2021 წელს ბაიდენს საშუალება მისცა გაემარჯვა არჩევნებში“.
გარდა ამისა, ტრამპი ცუკერბერგს საჯარო ცენზურის დაწესებაშიც ადანაშაულებს, რაც Facebook-სა და Instagram-ზე მისი ანგარიშების დაბლოკვას უკავშირდება.