თბილისი (GBC) – ბოლო სამდღიანი ინტერვენციების შედეგად თურქეთის ცენტრალური ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები $27 მილიარდით შემცირდა, წერს თურქული გამოცემა Ekonomim.

თურქული ეროვნული ვალუტა სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს დაპატიმრების შემდეგ დავარდა. პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ ოპონენტს კორუფციასა და ტერორისტებთან თანამშრომლობას ედავებიან.

იმამოღლუს დაბადების დღეს, 19 მარტს, თურქული ლირა 11%–ით გაუფასურდა და ერთ დოლარზე რეკორდულ 42 ლირას მიაღწია. $27–მილიარდიანი ინტერვენციების წყალობით ამის შემდეგ ლირა დოლართან 38–მდე გამყარდა.