თბილისი (GBC) – თურქეთის ხელისუფლებამ თებერვალში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრებით მიყენებული ზარალი დაითვალა. მატერიალურმა ზარალმა %105 მლრდ შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსებისა და ხაზინის სამინისტრო ავრცელებს. 

თებერვლის დასაწყისში მაგნიტუდით 7,7 და 7,6 მიწისძვრები მოხდა თურქეთის კაჰრამანმარაშის პროვინციაში. ბოლო მონაცემებით, ნგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 49 ათასს გადააჭარბა.