თბილისი (GBC) – თურქსტატის მონაცემებით, აგვისტოში სამომხმარებლო ფასების ზრდამ 52% შეადგინა. თურქეთში ინფლაცია ზედიზედ მესამე თვეა მცირდება. ივლისში ამ მაჩვენებელმა 61,8% შეადგინა.

აგვისტოს ფასების ზრდის მაჩვენებელი გასული წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალია.

გასულ თვეში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები თურქეთში 44,9%–ით გაძვირდა (ივლისში – 58,9%–ით), სატრანსპორტო მომსახურება – 29%–ით (ივლისში 46,1%–ით).

ამასთან, კომუნალური მომსახურების ფასები 101,5%–ით გაიზარდა, ნაცვლად ივლისის 98,5 პროცენტისა.