თბილისი (GBC) – თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მაგნიტუდით 6,1 მიწისძვრა დღეს, 16 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 07:46 საათზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპა–ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მალატიიდან 46 კილომეტრში, 9 კმ–ის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ნგრევისა და შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.