TCRC: ყულევის ტერმინალზე ტვირთბრუნვის 4 მლნ ტონამდე გაზრდას გეგმავენ
ცნობისთვის, SOCAR Kulevi Terminal
აზერბაიჯანის SOCAR-ის
საკუთრებაა, რომელიც
ინფრასტრუქტურის
გაფართოების პარალელურად
ტვირთების ნომენკლატურის
გაზრდას გეგმავს.როგორც
უკვე ითქვა, ნავარაუდევია
დამატებით შეკუმშული
აირის და ნავთობქიმიის
პროდუქციის გადამუშავება,
რისთვისაც, სატრანსპორტო
დერეფნის ცენტრი წერს, რომ
აუცილებელი იქნება
სათანადო ინფრასტრუქტურის
შექმნა.ტერმინალის
ხელმძღვანელობა,
ვარაუდობს აზერბაიჯანის
და საქართველოს
რკინიგზების გამოყენებით
– ყაზახეთის, თურქმენეთის
და რუსეთის სატრანზიტო
ტვირთების მიღება –
გადამუშავებას,
საჭიროების შემთხვევაში
შენახვას და შემდგომში
გატარებას.ტერმინალი
ექსპლუატაციაში 2008 წელს
გაუშვეს და მისი ჯამური
სიმძლავრე 10 მლნ ტონა
ტვირთის გადამუშავებას
შეადგენს. როგორც TCRC
(სატრანსპორტო დერეფნის
კვლევის ცენტრი) წერს,
მიუხედავად იმისა, რომ
ტერმინალის
გამტარუნარიანობა 10 მლნ
ტონას შეადგენს, მისი
დატვირთულობა ბოლო 10 წლის
განმავლობაში 20%-ს არ
აღემატებოდა.„რუსეთ –
უკრაინის დაპირისპირების
შედეგად ტერმინალის
ტვირთბრუნვა 30%-ით გაიზარდა,
მაგრამ მისი მაქსიმალური
დატვირთვით გამოყენება
ჯერ კიდევ შორსაა და
მოითხოვს მეზობელ
კონკურენტ ყაზახეთის და
თურქმენეთის
ტვირთმფლობელებთან
მიმართებით, მოქნილი,
ტერმინალზე თავისუფალი
დაშვების პოლიტიკის
განხორციელებას.ყულევის
ტერმინალის ნავთობის და
ნავთობპროდუქტების
შესანახი რეზერვუარების
ჯამური მოცულობა 407 000 კუბურ
მეტრს შეადგენს. ტერმინალს
გააჩნია ექვსი ესტაკადა,
სადაც შესაძლებელია
ერთდროულად 208 სარკინიგზო
ცისტერნის დაცლა, რაც
ტვირთმფლობელებისთვის
მეტად მიმზიდველია“, -
აღნიშნულია
პუბლიკაციაში.ამასთან,
სატრანსპორტო დერეფნის
კვლევის ცენტრი წერს, რომ
შეკუმშული აირის
გადაზიდვის მოცულობების
გაზრდის მიზნით
დაინიცირებულია რამდენიმე
პროექტი, რომელიც
ტერმინალის
ინფრასტრუქტურის
გაფართოებას
ითვალისწინებს და რიგი
სამუშაოები დღეისთვის
დასრულებულია.მათივე
ინფორმაციით, მეორე ეტაპზე
გათვალისწინებულია
შეკუმშული არის შესანახი
სათავსოს მოწყობა,
რომლითაც შესაძლებელი
იქნება თვეში 40–60 ათასი
ტონა შეკუმშული აირის
რეზერვუარში
დასაწყობება.რაც შეეხება
ნავთობქიმიური ტვირთების
გადამუშავებას, როგორც
სატრანსპორტო დერეფნის
კვლევის ცენტრი
განმარტავს, ეს
ტერმინალისთვის ახალ
მიმართულებას წარმოადგენს
და რუსეთიდან რკინიგზით
ქიმიკატების
ტრანსპორტირებას
მოიცავს.„2023 წელს
ტერმინალში რუსეთიდან 5
ათასი ტონა
ეთილენგლიკოლის პირველი
პარტია შემოვიდა. იმავე
პერიოდში ტერმინალში
გადაიტვირთა 8 ათასი ტონა
მეთილ–ტრედ–ბუტილის
ეფირის მოცულობის
პროდუქცია. იმავე 2023 წელს
ყულევში რუსეთიდან
შემოვიდა 8.5 ათასი ტონა
პიროკონდენსატი.ამ
ნაწილში
გასათვალისწინებელია ის
გარემოებაც, ხომ არ იქცევა
ყულევის ტერმინალი
რუსეთის სანქცირებული
ნავთობქიმიური ტვირთების
გატარების მოსახერხებელ
ინფრასტრუქტურულ რგოლად“,-
აღნიშნულია
პუბლიკაციაში.TCRC-ს
ინფორმაციით, ტერმინალი 2014
წლიდან ახორციელებს SOCAR-ის
კუთვნილ Socar Methanol-ის
ქარხანაში აზერბაიჯანული
მეთანოლის
გადამუშავებასაც. მეტიც,
მეთანოლის ტრანზიტისათვის
ყულევის ტერმინალში 42
ცისტერნის ერთდროული
ჩამოსხმის ფრონტით
მოწყობილია სარკინიგზო
ესტაკადა.„მეთანოლის
კომპლექსის სიმძლავრე
წელიწადში 600–650 ათასი ტონაა.
საიდანაც მცირე 5 – 20 ათასი
ტონიანი პარტიებით
იტვირთება თურქეთის,
რუმინეთის და უკრაინის
მიმართულებებით.
„სოკარმა“ შექმნა
სპეციალური
ინფრასტრუქტურა, რითაც
შესაძლებელია მეთანოლის
პირდაპირ ტანკერებში
გადატვირთვა.2021 წლიდან
ყულევში იტვირთება საგზაო
ბიტუმი. „სოკარმა“
წელიწადში 400 ათას ტონამდე
გაზარდა საგზაო ბიტუმის
გამოშვება ბაქოს
ნავთობგადამამუშავებელ
ქარხანაში. ბიტუმი
საქართველოს გარდა
მიეწოდება უკრაინას და
თურქეთს.უახლოეს პერიოდში
გათვალისწინებულია
ყულევის ტერმინალის
ფსკერდაღრმავებითი
სამუშაოების
განხორციელება.
პერსპექტივაში არსებული
12–14 მ დაღრმავება გაიზრდება
15 მეტრამდე. შედეგად,
შესაძლებელი იქნება
ტერმინალმა განაახლოს
Aframax-ის ტიპის 80–119 ათასი ტონა
დედვეიტის გემების მიღება
და გაზარდოს ნავთობის
გადაზიდვის პარტიები.
სადღეისოდ ტერმინალს
მხოლოდ 45 ათასი ტონა
ტვირთამწეობის გემების
მიღება შეუძლია“, - წერს
სატრანსპორტო დერეფნის
კვლევის ცენტრი.