თბილისი (GBC) – ყაზახეთის მეჯლისის თავმჯდომარემ, მმართველი პარტია „ამანათის“ ლიდერმა ერლან კოშანოვმა პრეზიდენტ ყასიმ–ჟომართ თოყაევს პრემიერის პოსტზეოლჟას ბეკტენოვის კანდიდატურა წარუდგინა. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის პრეს–სამსახური იუწყება.

2023 წლის აპრილიდან ბეკტენოვი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. მანამდე ანტიკორუფციული სამსახურის უფროსად მუშაობდა.

ორშაბათს, 5 თებერვალს, ყაზახეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. 2022 წლის 11 იანვრიდან ყაზახეთის მთავრობას ალიხან სმაილოვი ხელმძღვანელობდა. ეს პოსტი მან ქვეყანაში საწვავის ფასების ზრდის საბაბით აგორებული მძლავრი საპროტესტო ტალღის შემდეგ დაიკავა.