თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკმა უძრავი ქონების ბაზრის დაფინანსება წლიურად 19 %-ით გაზარდა.
პირველი კვარტლის მდგომარეობით, საკრედიტო დაბანდებამ უძრავ ქონებაში (დეველოპმენტი; მენეჯმენტი; სამშ. კომპანიები; სამშ. მასალები) 4.843 მლრდ ლარი შეადგინა (Q1/2024 – 4.067 მლრდ. + 19%Y.Y).
„საქართველოს ბანკისთვის სამშენებლო დეველოპერულ სექტორს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ჩვენს პორტფელში. ბიზნესის ხელშეწყობა და მათთვის საიმედო პარტნიორობის გაწევა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა გიორგი სახვაძემ, ერთ-ერთ ახალ $7 მილიონიან დეველოპერული პროექტის (Tower Ketevan) გაშვებისას.
BOG-ისთვის ასევე პრიოიტეტულია ინვესტირება ქვეყნისთვის სტრატეგიულ ენერგერტიკულ პროექტებში. გენერაციის ახალი ობიექტების მნიშვნელობაზე აღინიშნა G&T-ის ახალ კვლევაში ,სადაც ანალიზი ინვესტირებისას გასათვალისწინებელ ყველა საკითხზეა წარმოდგენილი: გენერაციაზე, მოხმარების და ფასების ტენდენციებზე, ექსპორტის შესაძლებლობებზე...აღნიშნულის სექტორის დაკრედიტება 18.3%-ითაა გაზრდილია.
Q1/2025 |
Q1/2024 |
|
უძრავი ქონების დეველოპმენტი |
1 489 993 478 |
1 079 695 455 |
უძრავი ქონების მენეჯმენტი |
1 457 812 545 |
1 166 902 443 |
სამშენებლო კომპ-ბი (არა დეველოპერი) |
882 593 526 |
784 635 725 |
სამშ. მასალ. მოპოვება/ წარმოება/ვაჭრობა |
1 012 580 693 |
1 035 736 675 |
სასტუმროები / ტურიზმი |
1 237 299 018 |
1 298 867 215 |
ენერგეტიკა |
1 071 099 211 |
905 727 411 |
სერვისი |
4 094 265 641 |
3 373 901 429 |
სოფლის მეურნეობა |
1 189 354 316 |
1 097 539 518 |
წყარო: NBG/BOG/ BRG |
|
₾ |