თბილისი (GBC) – ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ჩინეთში მიმდინარე  აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) საიუბილეო, მე-10 წლიური შეხვედრის ფარგლებში ბანკის ვიცე-პრეზიდენტ კონსტანტინ ლიმიტოვსკის შეხვდა. 

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა პარტნიორობის მნიშვნელობას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, კლიმატი, ენერგოეფექტურობა, დაკავშირებადობის გაძლიერება.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ დონეზე.