თბილისი (GBC) – „კრისტალმა“ მომხმარებლებისთვის დეპოზიტების შეთავაზება დაიწყო. პროდუქტი მაღალი საპროცენტო განაკვეთებითა და ყველაზე კონკურენტული, მოქნილი პირობებითაა გამორჩეული.
„კრისტალის“ დეპოზიტებით სარგებლობა მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, დაზოგილი თანხა შემოსავლის სტაბილურ წყაროდ აქციონ. აღსანიშნავია ისიც, რომ მიკრობანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში და შესაბამისად, ყველა დეპოზიტი დაზღვეულია, რაც პროდუქტის მიმართ სანდოობის ხარისხს ზრდის და მომხმარებლის დაცულობასაც უზრუნველყოფს.
„კრისტალში“ დეპოზიტების გახსნა როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს შეუძლიათ. რაც შეეხება კონკრეტულ პირობებს, დეპოზიტის მინიმალური თანხა 100 ერთეულია, მაქსიმალური კი — 30 000 ლარი, ან/და მისი ეკვივალენტი აშშ დოლარში ან/და ევროში.
დეპოზიტის გახსნის შემთხვევაში მომხმარებლებს შეუძლიათ მინიმუმ 3-თვიანი და მაქსიმუმ 24-თვიანი ვადით ისარგებლონ, პროცენტის დარიცხვა კი ყოველთვიურად, ვადის ბოლოს ან წინასწარი დარიცხვით არის შესაძლებელი, რაც „კრისტალის“ დეპოზიტის კიდევ ერთი უპირატესობაა.
დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთები განსხვავებულია მაღალი სარგებლის, დარიცხვის პირობებისა და ვადიანობის მიხედვით. ამჯერად, ბაზარზე პირველი გამოჩენისას, სააქციო პირობების მიხედვით პროდუქტი ასე გამოიყურება: ეფექტური ლარში — 14%, დოლარში — 7%, ევროში კი — 4,75 %, რაც “კრისტალში” გახსნილ დეპოზიტს მნიშვნელოვნად განასხვავებს სხვა ფინანსური ინსტიტუტებისგან. სააქციო პირობები 1 აგვისტომდე გაგრძელდება.
სასურველი დეპოზიტის გახსნა „კრისტალის“ ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.
ბოლო წლების განმავლობაში დეპოზიტებზე მოთხოვნა საქართველოში განსაკუთრებით გაზრდილია. ამიტომ, „კრისტალმა“ საბანკო ტრანსფორმაციის შემდეგ ერთ-ერთ მთავარ პროდუქტად მომხმარებლებს სწორედ დეპოზიტები შესთავაზა. მათი შემუშავებისას კი მაქსიმალურად გაითვალისწინა მათი ინტერესები და საჭიროებები.
აღსანიშნავია, რომ საბანკო საქმიანობის დაწყებამდეც მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ესარგებლათ გამორჩეული საინვესტიციო პროდუქტით „მონეტა“, რომელიც მომხმარებლებს სრულიად განსხვავებულ, ფართო შესაძლებლობებს, ხელსაყრელ პირობებსა და მაღალ საპროცენტო სარგებელს სთავაზობს, თუმცა მისი მინიმალური ოდენობა 100 000 ლარიდან იწყება. დეპოზიტების შემთხვევაში კი ეს თანხა 100 ერთეულია, რაც საკუთარი დანაზოგის ინვესტირების საშუალებას ნებისმიერი შემოსავლის მქონე მომხმარებელს აძლევს.
27 წლიანი ისტორია, მყარი რეპუტაცია, სანდოობა, გამჭვირვალობა, საერთაშორისო ინვესტორების ბაზა და ის არაერთი ჯილდო, რომელიც გამჭვირვალობის და პასუხისმგებლობის მიმართულებით აქვს კრისტალს მიღებული როგორც ადგილობრივი, ასევე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ახალი პროდუქტების მიმართ ნდობას კიდევ უფრო მეტად ამყარებს.
„კრისტალმა“ პირველი საბანკო პროდუქტების შეთავაზება 16 ივნისიდან დაიწყო. კომპანიის მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, გახსნან საბანკო ანგარიშები და ისარგებლონ საბანკო გადარიცხვებით როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში. 23 ივნისიდან კი მათ დეპოზიტების გახსნის შესაძლებლობაც აქვთ. ეტაპობრივად “კრისტალის” პროდუქტები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, გაგრძელდება საინტერესო და კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და მოქნილი პირობების შეთავაზება, ციფრული მომსახურებების განვითარება და გამრავალფეროვნება უკვე სექტემბრიდან კი მომხმარებლები “კრისტალის” პლასტიკური ბარათებითაც შეძლებენ სარგებლობას.