თბილისი (GBC) - 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაპატიმრებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს პირდაპირ მიუთითებს მმართველმა პარტიის მიერ ავტორიტარიზმის გზის საბოლოოდ არჩევაზე.

GBC სრულად გთავაზობთ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას:

„დღეს 60-ზე მეტი ადამიანი სინდისის პატიმარია. სასამართლოები, პროკურატურა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადაიქცა. მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების მიზანმიმართული დევნა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა.

ივანიშვილმა აირჩია ძალაუფლების შენარჩუნება დიქტატურის გზით და ყოველ დღე ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ეს არ არის ერთი ჯგუფის პრობლემა - ეს არის საფრთხე თითოეული მოქალაქისთვის. ხვალ ნებისმიერი შეიძლება თავად გახდეს რეპრესიების მსხვერპლი.

საქართველოს მოქალაქეები არ დავნებდებით! საქართველო არ გახდება რუსეთი!

საჭიროა მტკიცე და ერთიანი პასუხი რეპრესიებზე. დემოკრატიული სამყარო ხედავს ჩვენს ბრძოლას და სოლიდარობას გვიცხადებს. ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია ერთმანეთის გვერდით დგომა, მოქმედება და პროტესტი.

ჩვენ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ — და ამ ბრძოლაში ერთად უნდა გავიმარჯვოთ”.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  2. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  3. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  4. საფარი
  5. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  6. პრევენცია პროგრესისთვის
  7. მედია-პლატფორმა „კაქტუსი”
  8. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  9. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო”
  10. ჩემი იმერეთი
  11. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  12. EECMD
  13. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  14. საქართველოს სასამართლოს გუშაგი • Georgian Court Watch
  15. გორის ხელოვნების სახლი – გორელ ფოტოგრაფთა კლუბი
  16. ფენიქსი 2009
  17. ENPUD
  18. დემოკრატიის მცველები
  19. ევროპის ფონდი
  20. საქართველოს ევროპული ორბიტა
  21. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  22. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
  23. ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისათვის”
  24. საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
  25. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  26. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT
  27. ალტერნატივა ჯორჯია
  28. უფლებები საქართველო
  29. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი
  30. საქართველოს მომავლის აკადემია
  31. მწვანე ალტერნატივა
  32. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  33. მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი
  34. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  35. სოციალური სამართიანობის ცენტრი
  36. რეგიონული ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი”