სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 76.7 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 113.5 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 179 მილიონი ლარი იყო, შესაბამისად ამ მიმართულებით დაწერილი საჯარიმო შემოსავლები წელს 10 მილიონით გაიზარდა.
1732187942
მამუკა მდინარაძემ საკუთარი ვარაუდი იმით განამტკიცა, რომ საკონსტიტუციო სარჩელი სულელურია და საფუძველი არ აქვს.„თეორიულადაც არ შეიძლება ამის დაშვება - წინასწარ ვიცი ზუსტად, ზუსტად ვიცი წინასწარ, რომ შანსი არ არის, რომ დაკმაყოფილდეს ეს სარჩელი. საფუძველი არ არსებობს და წინასწარ როგორ შეიძლება არ ვიცოდე. თუ ობიექტურად დაადგენს - ზუსტად ვიცი და თუ სუბიექტურად დაადგენს, შეაშინებთ, დააშანტაჟებთ და სიკვდილით დაემუქრებით, მერე შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, სხვა შემთხვევაში ზუსტად ვიცი წინასწარ. მხოლოდ ხელისუფლებას ზეწოლა შეეძლო „ნაცების“ დროს და ახლა ხელისუფლებას არაფერიც არ შეუძლია, არანაირ ზეწოლაზე არ მიდის ის არასდროს და ასეთი მორალიც რომ არ არსებობს არსებულ ხელისუფლებაში, მყარი გარანტიებია მოსამართლის თავისუფლების. და დიახ, თუ ობიექტურად გადაწყვეტენ, დარწმუნებული ვარ, იურისტი ვარ და ვიცი, რომ ამ შემთხვევაში იმდენად სულელური სარჩელია შეტანილი, რომ ვერ დააკმაყოფილებს ვერანაირად, მაგრამ თუ სუბიექტური გადაწყვეტილებაა, არც ზუსტად ვიცი და არც ის ვიცი, რას ჩაწერს ვიღაცა, მოსამართლე იქნება თუ სხვა.“- განაცხადა მდინარაძემ.ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელი დარეგისტრირდა. ის ამ დრომდე წარმოებაში მიღებული არ არის.
1732185083
თბილისიდან ჰელსინკიში 10 ქართველი კალათბურთელი გაემგზავრა, 4 მოთამაშე ჰელსინკიშივე დახვდება, გუნდის უდავო ლიდერი და კაპიტანი, თორნიკე შენგელია კი ნაკრებს დღეს შეუერთდება. სერბი სპეციალისტის რჩეული თხუთმეტეული, რომელიც ჩემპიონატში საქართველოს სახელისთვის იბრძოლებს, ასე გამოიყურება: ლუკა ლიკლიკაძე, რატი ანდრონიკაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, მათე ყავლაშვილი, თორნიკე შენგელია, ლუკა მაზიაშვილი, მათე ხატიაშვილი, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე, ილია ლონდარიძე. აღსანიშნავია, ჩვენს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ორი წაგება აქვს დანიისა და სერბეთის ნაკრებების წინააღმდეგ და G ჯგუფის ბოლო ადგილზეა. ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად აუცილებელია, რომ ჯგუფში ბოლო ადგილზე არ გავიდეთ, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფინეთის ნაკრებთან ორივე შეხვედრაში გამარჯვება, რათა კონტინენტის საუკეთესო სანაკრებო ტურნირზე ზედიზედ მეექვსედ ვითამაშოთ.ისღა დაგვრჩენია, ვუქომაგოთ ჩვენს ნაკრებს დარჩენილ ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში. ვიმედოვნოთ, რომ ამჯერადაც გავალთ ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე, რომელიც 2025 წლის 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე პერიოდშია დაგეგმილი.
1732183505
უწყების ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ.-მ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს.კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, იგი თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე სამართალდამცველებმა მ.დ. დააკავეს”, – ნათქვამია განცხადებაში.შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
1732181685
კერძოდ ქალაქ თბილისში აღმაშენებლის გამზირზე 94.25PM10 მკგ/მ3-ია აღნიშნული მაჩვენებელი 50-დან ზემოთ უკვე ცუდ ხარისხად ითვლება და 51.26 PM2.5 მკგ/მ3, ამ შემთხვევაში კი 50-ზე ზემოთ მაჩვენებელი უკვე ძალიან ცუდ ხარისხად ითვლება.ქალაქ თელავში კვირიკე დიდის ქუჩაზე 60.25PM10 მკგ/მ3-ია, და 50.95 PM2.5 მკგ/მ3.ქალაქ რუსთავში ბათუმის ქუჩაზე მაჩვენებლები 73.60PM10 მკგ/მ3-ია 52.09PM2.5 მკგ/მ3-ია.PM დამბინძურებლები ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკებია, მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი ზომის წვეთების ჩათვლით. მყარი ნაწილაკები ზომის მიხედვით ძირითადად ორი ჯგუფად იყოფა PM10 (მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები < 10 მკ-ზე)და PM2. 5 (მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები < 2.5 მკ-ზე).აღნიშნულ მცირე ნაწილაკებს რამდენიმე წყარო აქვს ესაა: სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტრო სადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამბინძურებლების ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად. საქართველოსთვის მყარი ნაწილაკების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება. კერძოდ, ე.წ. აფრიკის მტვერი, რომელიც ძირითადად საჰარის უდაბნოს მტვრის, ევრაზიის კონტინენტზე გავრცელებას უკავშირდება. მსგავსი მტვრის შტორმი ხშირად ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან.რაც შეეხება ჯანმრთელობაზე ზეგავლენას, აღნიშნულმა ნაწილაკებმა სასუნთქი სისტემისა და თვალების გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს.
1732180129
„ბარდასის“ ისტორია თორმეტი წლის წინ დაიწყო, როცა მისმა მეპატრონემ, დავით ბარდაძემ ნაქირავები ფართითა და 700-ლარიანი კაპიტალით საკანცელარიო მაღაზია გახსნა. წარმატების გზა მარტივი არ ყოფილა, ბიზნესი, წლებთან ერთად გაიზარდა, განვითარდა და ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა.2019 წელს, თიბისის მხარდაჭერით, დავით ბარდაძემ მიწა შეიძინა და საკუთარი კომერციული ფართი ააშენა. 140 მ² შენობის შევსება მარტივი არ აღმოჩნდა. ამიტომ, დახმარებისთვის ისევ თიბისის მიმართა და ბიზნესესხით სარეალიზაციო საქონელი შეიძინა.დავითი მაღაზიას მეუღლესთან ერთად უძღვება და დამატებით, კიდევ ოთხი თანამშრომელი ჰყავს.გრძელვადიან გეგმებში ონლაინ მაღაზიის ამუშავებას მოიაზრებს, თუმცა მანამდე, „ბარდასის“ გაფართოებას და მეორე სართულის აშენებას, ასევე ბაკურიანში ფილიალის გახსნას გეგმავს.
1732178554