
გათამაშების ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ ნებისმიერი გადახდისას 100, 1 000 ან 10 000 ლარი მოიგოთ.გათამაშების პირობებიისევე როგორც საქართველოს ბანკის სხვა აქციების, ამ გათამაშების პირობებიც მარტივია გადახდისას აუცილებელია გამოიყენოთ PLUS ბარათი (თუ ჯერ არ გაქვთ, მობილბანკში მისი შეკვეთა ძალიან მარტივად შეგიძლიათ); არ აქვს მნიშვნელობა რა რაოდენობის თანხას გადაიხდით ან რომელ მაღაზიაში, ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებთ გათამაშებაში მონაწილეობას; თუ უკვე მოიგეთ რომელიმე პრიზი, (მაგ:100 ლარი), კვლავ გექნებათ შესაძლებლობა ნებისმიერი მომდევნო გადახდისას 1 000 ან 10 000 ლარით დასაჩუქრდეთ. ყოველი გადახდა – მოგების შანსიPLUS ბარათის მფლობელებისთვის მოგება ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა, რადგან იგებ მაშინ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები – გამარჯვებული შესაძლოა ნებისმიერი გადახდისას, სრულიად მოულოდნელად გახდეთ.შენაძენის გაკეთება და PLUS ბარათით გადახდა ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ (სწრაფი კვების ობიექტებსა თუ რესტორნებში, ასევე, სუპერმარკეტებში, ბენზინგასამართ სადგურებზე და სხვა.). გარდა იმისა, რომ პრიზების მოგების შესაძლებლობა გაქვთ, ასევე PLUS ქულებსაც დააგროვებთ.შეუკვეთეთ PLUS ბარათი და ჩაერთეთ გათამაშებაშიგათამაშებაში მონაწილეობისთვის სასურველი ნივთის შეძენისას გადახდა PLUS ბარათით უნდა შეასრულოთ. თუ ჯერ არ გაქვთ, შეუკვეთეთ ონლაინ.ხოლო, თუ ციფრული PLUS ბარათის გააქტიურება გსურთ, მობილბანკიდან სულ რამდენიმე წამში შეძლებთ.გათამაშება 1 ივნისამდე გაგრძელდება. დამატებითი დეტალებისთვის კი შეგიძლიათ საქართველოს ბანკის ვებგვერდს ეწვიოთ.
19 წუთის წინ

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის შეფასებით, პრობლემის გადასაჭრელად, აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს, წინასწარ დამტკიცებული სატვირთო ავტოტრანსპორტის საპარკინგე არეალების განთავსების სქემა.კერძოდ, წინასწარ დადგენილი საპარკინგე ადგილების მიხედვით, კერძო ბიზნესს სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს საინვესტიციო წინადადებები, რაც TCRC-ს ინფორმაციით, საპარკინგე სივრცეების განვითარებისთვის ევროპაში ფართოდ გავრცელებულ მოდელს წარმოადგენს.“უფრო მეტიც, საქართველო ახლო მომავალში ვალდებული იქნება, დანერგოს და სრულფასოვნად აამოქმედოს ევროკავშირში აპრობირებული მძღოლების შრომის და დასვენების მონიტორინგის სისტემა.მონიტორინგის სისტემა ითვალისწინებს, გადაბმული მოძრაობის დროის ამოწურვის შემდგომ, გარკვეული ინტერვალით სატრანსპორტო საშუალების საპარკინგე სივრცეში გაჩერებას და მხოლოდ დასვენების შემდგომ მოძრაობის გაგრძელებას. ამ მიზნისთვის აუცილებელია ქვეყნის საავტომობილო გზების განფენილობაზე სატვირთო ტრანსპორტისათვის საპარკინგე სივრცეების შექმნა”, - განმარტავს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი.მათივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი, სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილი Trucks Parking Central ფუნქციონირებს.“პარკინგის ინფრასტრუქტურა 2024 წელს გაფართოვდა და 1150 ერთეულ სატვირთო ავტომობილზეა გათვლილი. აღნიშნული შუალედური ავტოპარკი ერთადერთია საქართველოს ტერიტორიაზე და ძირითადად ემსახურება ლარსის მიმართულებით მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს.2024 წელს Trucks Parking Central-მა 150 000 ერთეული მანქანა გაატარა. საპარკინგე ტერმინალი ძირითადად ლარსის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების გატარებაზეა ორიენტირებული, მეტეოროლოგიურ პირობების გამო ხშირად კობი – გუდაურის გზაზე სატვირთო ავტომობილების გადადგილება ეზღუდებათ და იქმნება საცობი.ამ თვალსაზრისით საპარკინგე ტერიტორია შუამავალ მოსაცდელ არეალს წარმოადგენს, სადაც შესაძლებელია მანქანების დაგროვება და შემდგომ პაკეტირებულად გაგზავნა.კომპანია „ლგ ტრანსმა“ საპარკინგე არეალის მშენებლობა / გაფართოებისთვის 14 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, 2025 წელს დამატებით 2 მლნ ლარის ჩადებას გეგმავს.ბუნებრივია, საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი, ისიც შუალედური ფუნქციის მატარებელი საპარკინგე სივრცე საკმარისი არ არის”- აღნიშნავს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი.TCRC დასკვნის სახით წერს, რომ სატრანსპორტო დერეფნის უსაფრთხოდ გასავლელად, სატვირთო ტრანსპორტისათვის აუცილებელი იქნება, პირველ ეტაპზე აღმოსავლეთ – დასავლეთ ავტობანის გასწვრივ მინიმუმ ორი სერტიფიცირებული საპარკინგე არეალის მოწყობა.
12:04

იანვრის კლება სავალუტო რესურსის შემცირებით იყო განპირობებული. თებერვალში წილმა 82.5%-ს მიაღწია (01/2025 - 77.4%). ბოლო დროის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი (85.5%) შემოდგომის მიწურულს იყო.თებერვალში ფულადი ბაზრის რესურსის 47% ერთ თვემდე ვადიანობის დეპოზიტებზე მოდის (იანვარში 67% მოდიოდა). დანარჩენი, 60%-მდე მიმდინარე ანგარიშებია. ეროვნულ ბანკს BMatch -ზე არც თებერვალში უვაჭრია. რეგულატორი შიდა სამთავრობო კონვერტაციებით შემოიფარგლა. საანგარიშო თვეში მთავრობის ოპერაციებით სისტემას 677 მლნ ლარის ლიკვიდობა მოაკლდა, მარტში კი ₾12 მლნ. სებ-მა თებერვალში $148 მლნ-მდე გაყიდა. იანვრის კონვერტაციებში კი რეზერვებიდან 168 მლნ აშშ დოლარი დახარჯა. მთლიანობაში იანვარ-თებერვალში რეზერვები 300 მლნ-ზე მეტით შემცირდა.მარტში რეზხერვების ზრდა აღინიშნება, მცირედით, რაც ძირითადად ბოლო დროს გაზრდილი დეპოზიტების დოლარიზაციის გამო, უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე ბანკების სავალდებულო რეზერვების მატებამ, ასევე ოქროს გადაფასებამ განაპირობა.რეზერვებზე ზრდის მიმართულებით, სებ-ის სავალუტო შესყიდვები, მთავრობის მიღებული სავალუტო ჩარიცხვები, რეზერვებზე საპროცენტო შემოსავლები მოქმედებს, ასევე მონეტარული ოქროს გაძვირება. კლების მიმართულებით კი მთავრობის სავალუტო ხარჯები, ასევე სებ-ის გაყიდვები.
11:25

ადგილწარმოშობის დასახელების ახალი ღვინოა „ლეჩხუმი“ – მშრალი ღვინო, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი და ქარვისფერი. მიკროზონა მდებარეობს ლეჩხუმში და მოიცავს ცაგერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული რიონის, ლაჯანურისა და ცხენისწყლის ხეობების მევენახეობისათვის ხელსაყრელ ნიადაგობრივ-კლიმატური პირობების არეალს. ღვინო „ლეჩხუმი“ შეიძლება დამზადდეს მხოლოდ შესაბამის მიკროზონაში მოწეული ცოლიკაურის ჯიშის ყურძნიდან. დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.ღვინო „ლეჩხუმის“ გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი“ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა.რაც შეეხება ადგილწარმოშობის დასახელების ახალ ღვინოს „რაჭა“, ის წითელი მშრალი ღვინოა, ღია ლალისფრიდან მუქ ლალისფრამდე; რაჭის მიკროზონაში, ონისა და ამბროლაურის გარდა, შედის ამ ორი მუნიციპალიტეტის სოფლები: ხვანჭკარა, წესი, კვაცხუთი, სადმელი, ღვიარა, ბოსტანა, დიდი ჩორჯო, პატარა ჩორჯო, მეორე ტოლა, პირველი ტოლა, ჭრებალო, ქვემო ჭყვიში, ზემო ჟოშხა, ქვემო ჟოშხა, ქვიშარი, ღვარდია, ბარეული, ღადიში, ბაჯი, ბუგეული, საკეცია, ჯვარისა, იწა, ქვემო კრიხი, ახალსოფელი, გორი, ხიმში, აბანოეთი, ძირაგეული, მუხლი, ნიგვზარა, ზუდალი, შარდომეთი და სორი.ღვინო „რაჭა“ შეიძლება დამზადდეს მხოლოდ რაჭის მიკროზონაში მოწეული ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნიდან. დასაშვებია 15%-მდე, ჯამურად, ამავე მიკროზონის კაბისტონის, ძელშავის და საფერავის ჯიშების გამოყენებაც.ზემოხსენებული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებისთვის გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი“ მევენახეთა ასოციაცია „ხვანჭკარამ“ მიმართა.უწყების ცნობით, საქართველოში დარეგისტრირებულია დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებია: ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ხვანჭკარა, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი, ხაშმის საფერავი, ბოლნისი, სალხინოს ოჯალეში, ახმეტა, წარაფი, ახოები, მაღრაანის ქისი, ოყურეშის უსახელოური, ზეგაანი, ასურეთული შალა, ოკამი, ობჩა, ლეჩხუმი და რაჭა.აღნიშნული ღვინოების წარმოების სპეციფიკაციის მომზადებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ საკითხებში ღვინის ეროვნული სააგენტო „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარებისა და ქართული ღვინის აღნიშვნების დაცვის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მონაწილეობდა.
10:20

ოთხივე მათგანმა, ჯამში, 183,457 აქცია გაანაღდა, თუმცა აქედან 22%-მდე გადასახადებზე მიიმართა.კერძოდ, BOGG-ის CEO-მ არჩილ გაჩეჩილაძემ 165,837 ცალი ნულოვანი ღირებულების ოფციონი გამოიყენა ჩვეულებრივ აქციაზე და 130,016 აქცია გაანაღდა.გენერალური დირექტორის მოადგილემ, CFO-მ სულხან გვალიამ 7,510 ნულოვანი ღირებულების ოფციონი გამოიყენა ჩვეულებრივ აქციაზე, საიდანაც 5,887 აქცია მიიღო; დირექტორის მოადგილემ საცალო და მიკრო ბიზნეს მიმართულებით ნუცა გოგილაშვილმა 5,066, მიიღო 3,971 აქცია, ხოლო კორპორაციული ბანკინგის მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილემ ზურა ქოქოსაძემ კი 5,044/3,954.შეგახსენებთ, პილარ 3-ის წლიური ანგარიშგების ბოლო მონაცემებით, 2024 წლის დასაწყისში გაჩეჩილაძე 718,208 აქციას ფლობდა, აქედან 318,702-ს გადავადებულს; გვალია 290,304/137,409; ქოქოსაძე 100,265/ 72,059; გოგილაშვილი კი 34,202/26,359.
10:05

ამასთან, 2024 წელს საქართველოში ჯამში $40,7 მლნ-ის მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა.2024 წლის მეორადი ტანსაცმლის საიმპორტო TOP3 ქვეყანაა: თურქეთი - $17,1 მლნ აშშ - 4,6 მლნ არაბთა გაერთიანებული საამიროები - $3,37 მლნ საქსტატის მონაცემებით, 2025 წელის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტზე $103.19 ათასის ღირებულების მეორადი ტანსაცმელი გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ($23.19 ათასი) თითქმის გახუთმაგებულია და $80 ათასით არის გაზრდილი (+344.9%). საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოდან ჯამში $282.81 ათასის ღირებულების მეორადი ტანსაცმელი გავიდა.2024 წლის მეორადი ტანსაცმლის საექსპორტო TOP3 ქვეყანაა: სომხეთი - $123.83 ათასი აზერბაიჯანი - $47.22 ათასი ჩილე - $37.7 ათასი
9:27
ღია წერილი ირაკლი კობახიძეს
4 აპრილი 9:09
ღია წერილი ირაკლი კობახიძეს
1 აპრილი 8:16
კობახიძე ბიზნესის განვითარებაზე გილაურს ესაუბრა
25 მარტი 12:17
Cellfie-ს CEO-ს პოზიციაზე როსტომ ტალახაძე ირაკლი ესართიას ანაცვლებს
1 აპრილი 16:24
BOGG-ის მენეჯმენტს 2024 წლის საბონუსე ოპციონები გადაეცა
7 აპრილი 11:51