თბილისი (GBC) – Bank of Georgia Group PLC-ის (BOGG) მენეჯმენტის 4-მა წევრმა, ნულოვანი ღირებულების ოფციონების უფლება გამოიყენა და გადავადებული აქციები გაანაღდა.
ოთხივე მათგანმა, ჯამში, 183,457 აქცია გაანაღდა, თუმცა აქედან 22%-მდე გადასახადებზე მიიმართა.
კერძოდ, BOGG-ის CEO-მ არჩილ გაჩეჩილაძემ 165,837 ცალი ნულოვანი ღირებულების ოფციონი გამოიყენა ჩვეულებრივ აქციაზე და 130,016 აქცია გაანაღდა.
გენერალური დირექტორის მოადგილემ, CFO-მ სულხან გვალიამ 7,510 ნულოვანი ღირებულების ოფციონი გამოიყენა ჩვეულებრივ აქციაზე, საიდანაც 5,887 აქცია მიიღო; დირექტორის მოადგილემ საცალო და მიკრო ბიზნეს მიმართულებით ნუცა გოგილაშვილმა 5,066, მიიღო 3,971 აქცია, ხოლო კორპორაციული ბანკინგის მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილემ ზურა ქოქოსაძემ კი 5,044/3,954.
შეგახსენებთ, პილარ 3-ის წლიური ანგარიშგების ბოლო მონაცემებით, 2024 წლის დასაწყისში გაჩეჩილაძე 718,208 აქციას ფლობდა, აქედან 318,702-ს გადავადებულს; გვალია 290,304/137,409; ქოქოსაძე 100,265/ 72,059; გოგილაშვილი კი 34,202/26,359.