GE EN
სხვა სიახლეები
თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით უახლესი Mitsubishi L200-ის პრეზენტაცია გაი...

როგორც მწარმოებელი აცხადებს, განახლებული, კიდევ უფრო მძლავრი - 2.4 ტურბო დიზელის ძრავით, მტკიცე კორპუსითა და მართვის შეუდარებელი დინამიკით გამორჩეული L 200 მძღოლებს ახალ თავგადასავლებსა და კიდევ უფრო გაბედულ გამოცდილებებს ჰპირდება.სწორედ ამიტომ, ადგილზე მისულ სტუმრებს „Challenge accepted” ანუ „გამოწვევა მიღებულია” თემატიკით შთაგონებული გარემო დახვდათ, რაც სრულად პასუხობს Mitsubishi L 200-ის დაპირებას, იყოს ერთგული მეგზური იქ, სადაც გამოწვევებია.ყველგან მავალი, კიდევ უფრო მძლავრი, 2024 წლის პიკაპი დაინტერესებულ პირებს სპეციალური პირობებით და მარტივი დაფინანსებით შეუძლიათ შეიძინონ:„თიბისი ლიზინგი ახალი ავტომობილების დაფინანსების განსაკუთრებით მოქნილ შესაძლებლობას იძლევა. გავითვალისწინეთ მომხმარებლის განსაკუთრებული ინტერესი, გასულ წლებში გამოვლენილი სიყვარული თუ ერთგულება მიცუბიშის, როგორც ბრენდისადმი და ახალ L 200-ზე 0%-იანი ლიზინგის დაფინანსება დავამუშავეთ. თავის მხრივ, ცენტრის სპეციალური პირობები: 50 000 კმ უფასო სერვისის, პრემიუმ დაზღვევის და რეცხვის ვაუჩერის სახით, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის აქციას, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ძალიან მოკლე დროში შევნიშნავთ თბილისის ქუჩებში მიცუბიშის უახლეს მოდელს” - ეკა ანჯაფარიძე, „თიბისი ლიზინგის“ ავტომიმართულების ხელმძღვანელი „ჩვენი გამჭვირვალე, სანდო და სიახლეებზე ორიენტირებული გუნდის და ჩვენი მომხმარებლის ნდობის დამსახურებით L200 უკვე ზედიზედ მესამე წელია ცალსახად ბესტსელერია ბაზარზე. უახლესი L200 გვჯერა, აუცილებლად დაიმსახურებს მომხმარებლის მოწონებას.“- გიორგი ამაშუკელი, „კავკასუს მოტორსის” აღმასრულებელი დირექტორი„კავკასუს მოტორსი” მიცუბიში მოტორსი კორპორაციის ერთადერთი ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და უკვე 11 წელია რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. 

1718358692

საქართველოს ბანკმა ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი „როგორ შევქმნათ კონტე...

შეხვედრაზე სპიკერებმა მეწარმე ქალებს გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება შემდეგ საკითხებზე:· კონტენტის და პროდუქტის ფოტოგრაფია;· თანამედროვე მიდგომები, ტექნიკები და ხრიკები კრეატიული მიმართულებით;· კონტენტის დაგეგმვა;გარდა ამისა, ვორკშოპის მიმდინარეობისას ქალ მეწარმეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პრაქტიკული სავარჯიშო  შეესრულებინათ და მოცემული ვიზუალური დავალებისა და რეკვიზიტების მიხედვით  კონტენტი დაეგეგმათ და შეექმნათ.„თანამედროვე მეწარმეობა უახლესი ცოდნისა და ინფორმაციის მიღების გარეშე წარმოუდგენელია. ციფრულ სამყაროში საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ეფექტიანად მიწოდება ბიზნესების წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია, ამიტომ ჩვენ, როგორც ბიზნესების მხარდაჭერაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ვაძლევთ მეწარმეებს წვდომას ყველაზე რელევანტურ და პრაქტიკულ ინფორმაციაზე. ჩვენ ერთმანეთთან ვაკავშირებთ დარგის გამორჩეულ სპეციალისტებსა და ახალბედა, დამწყებ მეწარმეებს. ამ მიმართულებით კი ქალი მეწარმეების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მათი გაძლიერებისთვის ჩვენ არაერთ პროგრამას ვახორციელებთ. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და მომავალში არაერთ მსგავს ინიციატივას შევთავაზებთ ქალ მეწარმეებს“, - აღნიშნავს რუსუდან ბარათაშვილი,  საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.საქართველოს ბანკის მიერ ბიზნესებისთვის შექმნილი პროექტების შესახებ გაიგეთ მეტი ამ ვებგვერდიდან.

1718356071

მსოფლიოში ყველაზე არაპუნქტუალური ავიაკომპანიები დაასახელეს

2023 წლის განმავლობაში ავიაკომპანიის რეისების დაყოვნებამ დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში საშუალოდ 31:36 წთ შეადგინა.ანალიზში გათვალისწინებული იყო დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში შესრულებული ყველა რეგულარული და ჩარტერული რეისი – სულ 2 500 რეისზე მეტი. გაუქმებული რეისები გათვალისწინებული არ არის. ყველა ამ რეისის საშუალო დაყოვნება 20:42 წთ–ს შეადგენს, რაც გაუმჯობესებულია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით – 23 წთ.ევროპის ბაზარზე Wizz Air–ის მთავარი კონკურენტი ირლანდიური Ryanair ბევრად უფრო პუნქტუალური აღმოჩნდა და ყველაზე არაპუნქტუალურთა შორის 19:54 წუთით მეთოთხმეტე ადგილი დაიკავა.2023–ის ათი ყველაზე არაპუნქტუალური ავიაკომპანია მსოფლიოში:1. Wizz Air, უნგრეთი (რეისების საშუალო დაგვიანების მაჩვენებელი 31:36 წთ)2. Turkish Airlines, თურქეთი (28:36 წთ)3. Tui, დიდი ბრიტანეთი (28:24 წთ)4. Air India, ინდოეთი (28:12 წთ)5. Pegasus Airlines, თურქეთი (25:6 წთ)6. Air Portugal, პორტუგალია (23:48 წთ)7. Vueling Airlines, ესპანეთი (23:6 წთ)8. Swiss Airlines, შვეიცარია (22:48 წთ)9. Air Canada, კანადა (22:6 წთ)10. British Airways, დიდი ბრიტანეთი (21:36 წთ).

1718355230

ჯივიპი აქტიურად აგრძელებს მოძველებული ქსელების განახლებას და მსხვილი ი...

,,ჯივიპის მფლობელი, ესპანური კომპანია Aqualia თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებაში ევროპულ მიდგომებსა და სტანდარტებს აქტიურად ნერგავს. სწორედ წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზების მნიშვნელოვანი ნაწილია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების განახლება და რეაბილიტაცია.2024 წელს კომპანიამ წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე უკვე დაასრულა 40 და აქტიურად მუშაობს 34 სარეაბილიტაციო პროექტზე. სამუშაოების ფარგლებში 51 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და ჯამში 84 კილომეტრი ქსელი განახლდება.ამასთანავე, აქტიურად მიმდინარეობს ავტოპარკისა და ტექნიკის განახლება, რაშიც ჯივიპი 13 მილიონ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს და შედეგად კომპანიას სრულად აღჭურავს ეფექტური ოპერირებისთვის აუცილებელი თანამედროვე სპეცტექნიკით”  -  გიგა ნადირაძე, ჯივიპის აქტივების მართვის დირექტორი. 

1718354010

წითელ ხიდზე 15 ტონამდე აღურიცხავი საწვავის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისას, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავის შემოტანა.შემოსავლების სამსახური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. 

1718352214

რუსეთმა ქართველი მებრძოლები ტერორისტებად გამოაცხადა

აღნიშნული ფორმირება 2014 წელს შეიქმნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინიციატივით. ქართული ლეგიონი უკრაინაში დღეს ერთ–ერთი მსხვილი შეიარაღებული ფორმირებაა. ლეგიონის წევრები უკრაინელების მხარეს იბრძვიან.

1718351579