GE EN
სხვა სიახლეები
კობახიძე ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გაგრძელებას ელოდება

კობახიძე ყურადღებას ამახვილებს თანამშრომლობის გაგრძელებასა და საქართველოს ევროინტეგრაციის გაძლიერებაზე."გულითადად ვულოცავ, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას! თქვენი მტკიცე ლიდერობა აძლიერებს ევროპას. მოუთმენლად ველი ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას, რადგან საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ განაგრძობს ევროპისკენ სვლას", - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ურსულა ფონ დერ ლაიენს პოსტზე ხელახლა დამტკიცება.ხუთშაბათს, 18 ივლისს ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის კანონმდებლების მხარდაჭერა მოიპოვა და პრეზიდენტის სკამი კიდევ ხუთწლიანი ვადით შეინარჩუნა. ევროპარლამენტის 720 წევრიდან მას მხარი 401-მა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, 15-მა თავი შეიკავა.

1721321375

ცესკომ ეროვნული ბანკის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონულ...

მან 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ისაუბრა. გაიმართა საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა.შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.„ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას და აპარატის თანამშრომლებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია იმ საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც გამოყენებული იქნება 26 ოქტომბრის არჩევნებზე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში განხორციელდა. იყო არაერთი კითხვა და მონაწილეებმა დეტალური და ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე. თეორიულ ინფორმაციასთან ერთად მათ, ასევე, ჰქონდათ შესაძლებლობა, პრაქტიკაში გამოეცადათ ტექნოლოგიური საშუალებები“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.„ჩვენ ძალიან დიდი ინტერესით ვუსმენდით ცესკოს გუნდის მიერ ჩატარებულ პრეზენტაციას. მართლაც, უამრავი სამუშაოა ჩატარებული, საარჩევნო პროცესი სრულიად განახლებულია, ეყრდნობა ახალ ტექნოლოგიებს. ვფიქრობ, საკმაოდ მარტივია, ძალიან ლოგიკურად არის აწყობილი. ამასთან, გვეხმარებიან სპეციალურად მომზადებული ადამიანები. ვფიქრობ, საარჩევნო უბანზე მისული არცერთი ამომრჩეველი არ დარჩება ყურადღების გარეშე და საკმაოდ მარტივად შეასრულებს თავის მოქალაქეობრივ ვალს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. დღეის მდგომარეობით უკვე ინფორმირებულია 500 000-მდე ადამიანი.აღსანიშნავია, რომ ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში 6 ივლისიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება მიმდინარეობს. ახალი პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე, ყოველ შაბათ-კვირას გამართულ შეხვედრებზე ამომრჩევლებს საშუალება აქვთ პირადად გაეცნონ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას.

1721315949

ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

ევროპარლამენტის 720 წევრიდან მას მხარი 401-მა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, 15-მა თავი შეიკავა.ევროკომისიის პრეზიდენტობის სკამის შესანარჩუნებლად მას სულ 361 ხმა სჭირდებოდა.ევროპარლამენტის პრეზიდენტად ასევე მეორე ვადით აირჩიეს რობერტა მეცოლა. რობერტა მეცოლას 623-ი დეპუტატიდან 562-მა დაუჭირა მხარი.

1721305839

სემეკმა „საქართველოს მელიორაციის“ აღრიცხვის სისტემის გამრიცხველიანების...

გეგმის მიხედვით, საირიგაციო წყლის არაპროფილური მომხმარებლების (ტბორები, ტექნიკური წყლის მომხმარებლები) გამრიცხველიანების გეგმა მოიცავს 2024-2025 წლებს, ხოლო საბალანსო (მუდმივი) მიწოდების წერტილების მოწყობა-რეკონსტრუქციის და გამრიცხველიანების გეგმა 2025-2035 წლებისთვის განისაზღვრა.შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ აღრიცხვის სისტემების გამრიცხველიანების გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს სამელიორაციო დანიშნულების არხებისა და სარწყავი ფართობების აღწერა და წყლის მიწოდების წერტილების განსაზღვრისთვის საჭირო სამუშაოები.რეგულაციების შესაბამისად, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ვალდებულებას წარმოადგენს საირიგაციო სისტემებზე ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების მოწყობა. წყალმომხმარებელთა გამრიცხველიანება, რომლის საფუძველზეც მოხდება წყლის აღრიცხვა, ხელს შეუწყობს საირიგაციო წყლის რაციონალურ მოხმარებასა და დაზოგვას.სემეკის მიერ დამტკიცებული „საირიგაციო წყლის მიწოდების“ წესების შესაბამისად, მელიორაციის სექტორის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია წყალმომარაგებაზე სწორი მოლოდინების შექმნა, საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის შესრულების, მოხმარების შესაბამისი ღირებულების დარიცხვის უზრუნველყოფა.

1721304987

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 2,2%-ით გაიზარდა

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის ივნისის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 510 518 ათასი დოლარი იყო.2024 წლის ივნისის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 327 071 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 23 399 902 ათასი ლარია.ივნისის მონაცემებით, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 314 285 ათასი დოლარია, ანუ 17 743 771 ათასი ლარი.საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

1721304368

საბაზო განათლება 1 წლით გახანგრძლივდა

ცვლილების თანახმად, კანონში მიეთითება, რომ საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი - I-VI კლასები), საბაზო (4 წელი - VII-X კლასები) და საშუალო (2 წელი - XI-XII კლასები).ამ დრომდე საშუალო სავალდებულო განათლება 9 კლასით განისაზღვრებოდა.განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ზოგადი განათლების საფეხურებთან დაკავშირებული საკითხის განსხვავებულ მოწესრიგებას."კანონს დაემატება გარდამავალი დებულება, რომლითაც განისაზღვრება ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები“ , - განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

1721301309