GE EN
სხვა სიახლეები
თბილისში 5 თვეში $1.2 მლრდ-ის ბინები გაიყიდა

მოთხოვნა 2025 წლის მაისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 325 შეადგინა, აქედან: მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 6.5%-ით გაიზარდა, თუმცა ჯამურად 2025 წლის 5 თვეში გაყიდვების მაჩვენებელი წლიურად 6.4%-ითაა შემცირებული. პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 2.2%-ით გაიზარდა. გალტ & თაგარტის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის შედეგებიც (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს) მეორადი ბაზრის მსგავს სურათს აჩვენებს. 2025 წლის მაისში გაყიდვები პირველად ბაზარზე 6.4%-ით გაიზარდა 2025 წლის 4 თვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში, გაყიდვები გასული წლის მსგავს ნიშნულზე შენარჩუნდა. 2025 წლის 5 თვეში, თბილისში სულ 15,865 ბინა გაიყიდა და ჯამურმა ღირებულებამ $1.2 მლრდ შეადგინა (+2.6% წ/წ).მიწოდება 2025 წლის მაისში ნებართვა გაიცა 25 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 202,697 მ²-ს შეადგენდა (-18.3% წ/წ). ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 1.1%-ით შემცირდა.ფასები 2025 წლის მაისში პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი თვიურად 0.1%-ით შემცირდა და 1,331 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 0.2%-ით შემცირდა და 1,253 აშშ დოლარი შეადგინა.ქირა 2025 წლის მაისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ2) ქირის ფასი თვეში მცირედით, 2.0%-ით შემცირდა და კვადრატულზე 9.3 აშშ დოლარი შეადგინა.

1752560492

ვაშინგტონს ზანგეზური 100 წლით უნდა. სომხეთი უარზეა

„ისინი (სომხეთი და აზერბაიჯანი. – რედ.) 32 კილომეტრი სიგრძის გზაზე დაობენ, თუმცა ეს სახუმარო სულაც არ არის. ეს უკვე ათი წელია, გრძელდება – 32 კილომეტრი გზა. მაშ ასე, რა ხდება, ამერიკა მოდის და ამბობს: „კარგი, ჩვენ ამას ავიღებთ. მოგვეცით 32 კილომეტრი სიგრძის გზა იჯარით 100 წლის განმავლობაში და ყველას შეგიძლიათ მისით სარგებლობა“, თქვა აშშ–ის ელჩმა ტომ ბარაკმა ნიუ–იორკში გამართულ ბრიფინგზე.თუმცა, ამ წინადადებაზე ერევანმა უარი განაცხადა. სომხეთის მთავრობა არ განიხილავს თავისი სუვერენული ტერიტორიის რომელიმე მესამე ქვეყნისთვის მართვაში გადაცემას.სომხეთის პრემიერ–მინისტრის პრეს–მდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ „სომხეთი რეგიონული ინფრასტრუქტურის განბლოკვას მხოლოდ და მხოლოდ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და სომხეთის რესპუბლიკის იურისდიქციაში განიხილავს. სომხეთს არც განუხილავს და არც განიხილავს სუვერენული ტერიტორიის რომელიმე მესამე ქვეყნის მართვაში გადაცემის საკითხი. შესაბამისად, აშშ–ის ელჩის მიერ ნახსენები ვარიანტი შეუძლებელია“.არსებობს ერთი დოკუმენტი, რომელსაც 2020 წელს სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა მოაწერეს ხელი. ამ დოკუმენტის თანახმად, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის შემდეგ ეს მაგისტრალები რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეებმა უნდა გააკონტროლონ. თუმცა, ამის შემდეგ სომხეთმა საკუთარი ინიციატივა წამოაყენა – „მსოფლიო გზაჯვარედინი“, რომლის ფარგლებშიც მთელი ინფრასტრუქტურა იმ ქვეყნების სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ იფუნქციონირებს, რომელთა ტერიტორიებზეც ის გაივლის: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი – რუსეთის მონაწილეობის გარეშე.ამავდროულად, ბაქოსა და ერევანს შორის დღემდე მოუგვარებელი რჩება საკვანძო პრობლემები: სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, საზღვრების დემარკაცია–დელიმიტაცია და რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვა.

1752560283

ვაგზლის მოედანზე კორპუსის სახურავის ბეტონის კონსტრუქცია ჩამოინგრა. არი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს ეხმაურება და წერს, რომ მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან "მყისიერად განახორციელეს" მოქალაქეების ევაკუაცია.უწყების თქმით, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებისა და საპოლიციო ძალების მობილიზება.ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია.მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.განახლებანანგრევებიდან მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ადგილზე მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, რომ ნანგრევებში კიდევ რჩებიან ადამიანები. თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ დაინახეს, მინიმუმ სამი ადამიანი, რომელიც მოჰყვა ნანგრევებში.

1752509322

ომბუდსმენი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებ...

სახალხო დამცველის თქმით, ბაჩიაშვილმა აპარატისგან მოითხოვა, არ გასაჯაროებულიყო ინფორმაცია, ვიდრე ამის შესახებ მისი ადვოკატებისგან არ გახდებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი.ომბუდსმენის განცხადებით, „გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, 11 ივლისს, N8 პენიტენციურ დაწესებულების საკანში, სადაც ის შესახლებული იყო, შევიდა უცნობი პიროვნება რომელმაც ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადა (მოგვიანებით დაწესებულების ადმინისტრაციამ შეატყობინა, რომ ეს პიროვნება მსჯავრდებული იყო).გიორგი ბაჩიაშვილი დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს, ამჟამად კი N18 სამკურნალო დაწესებულებაში არის მოთავსებული. მსჯავრდებულმა სახალხო დამცველის აპარატისგან ითხოვა არ გასაჯაროებულიყო ინფორმაცია, ვიდრე ამის შესახებ მისი ადვოკატებისგან არ გახდებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი.სახალხო დამცველის აპარატმა ზემოხსენებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უკვე მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, სპეციალური პენიტენციური სამსახურს (რელევანტური ვიდეოჩანაწერების დაარქივების მიზნით), პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტსა და N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას.სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, გამოძიების ფარგლებში დადგინდეს ძალადობასთან დაკავშირებული ყველა რელევანტური გარემოება, მათ შორის, დაწესებულების ადმინისტრაციის დანაშაულებრივ ქმედებაში რაიმე ფორმით შესაძლო მონაწილეობის, ასევე, მსჯავრდებულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ეფექტიანი მართვის ირგვლივ”, – ნათქვამია განცხადებაში.2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, გიორგი ბაჩიაშვილს, დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.ბრალდება 9-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ბაჩიაშვილს ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.

1752501515

გაატარე ზაფხული შენებურად - საზაფხულო შეთავაზებები თიბისი ბარათის მომხ...

თიბისის ახალი კამპანიის - გაატარე ზაფხული შენებურად ფარგლებში, ხელმისაწვდომია სპეციალურად შექმნილი შეთავაზებების სამი განსხვავებული ნაკრები: ზღვაზე, მთაში და აუზთან, რომელიც თიბისი ბარათის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ზაფხულის სეზონი მათთვის სასურველი ფორმით გაატარონ და მიიღონ დამატებითი სარგებელი.ზღვაზენაკრები - ზღვაზე - მოიცავს ქეშბექის შეთავაზებებს შავი ზღვის საკურორტო ზონაში მდებარე სასტუმროებზე, საზაფხულო ტანსაცმელზე, აქსესუარებსა და სხვა პროდუქტებზე, რაც მომხმარებლების საზაფხულო სამზადისს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.მთაშიმათთვის, ვინც ზაფხულის გატარებას მთაში გეგმავს, თიბისის შეთავაზება ითვალისწინებს ქეშბექებს მთიან რეგიონებში განთავსებულ სასტუმროებზე; ასევე, ლაშქრობის, კემპინგისა და სპორტული ნივთების მაღაზიებზე.აუზთანთბილისსა და კახეთში მყოფ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ აუზებთან დაკავშირებული ქეშბექის შეთავაზებებით და მაქსიმალურად გამოიყენონ ზაფხულის ცხელი დღეები.ნაკრებების ფარგლებში, შეთავაზებები განსხვავდება და მოქმედებს სხვადასხვა პერიოდში. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია თიბისის ციფრულ არხებში.იმისთვის, რომ ისარგებლო შეთავაზებებით, აიღე ბარათი მარტივად, თიბისის მობაილბანკიდან. გაატარე ზაფხული შენებურად!

1752493355

იოზვიაკი: ევროკომისია საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეჩერებით ემუქრება

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობაა საჭირო."ევროკომისია საქართველოსთვის წერილს ამზადებს, რომელშიც ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით ემუქრება. საბოლოო ჯამში ეს საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია კვალიფიციური უმრავლესობის გზით". - წერს იოზვიაკი. the 🇪🇺 commission is preparing a letter to 🇬🇪 threatening with visa liberalization suspension. ultimately its 🇪🇺 member states that decide on this via a qualified majority — Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) July 14, 2025 სამშაბათს, 15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. დღის წესრიგის მიხედვით, ევროკავშირი საქართველოში ხელისუფლების მზარდ რეპრესიებზე საპასუხო ზომებს განიხილავს.

1752491988