GE EN
სხვა სიახლეები
გაიაქტიურე ავტოპილოტით ინვესტირება თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პ...

საჩუქარს, ავტოპილოტით ყოველთვიური ინვესტირების შემთხვევაში, თანხის ჩამოჭრის შემდეგ, ერთჯერადად მიიღებ.პროცესი მარტივია: შეარჩიე მობაილბანკში შენთვის სასურველი აქცია ან ფონდი; ყოველთვიური სიხშირე და თანხა.ავტოპილოტის ჩართვის შემდეგ, საბანკო ანგარიშიდან, თვეში ერთხელ წინასწარ მითითებული თანხა ჩამოგეჭრება და შენს საინვესტიციო ანგარიშზე აისახება. ავტოპილოტი შენთვის სასურველ აქციებსა და ფონდებს სწორედ ამ თანხით, ავტომატურად შეიძენს.ავტოპილოტით ინვესტირება 6,500-მდე კომპანიის აქციასა და ფონდში თანხის ავტომატურად დაბანდებაში დაგეხმარება.გაეცანი დეტალებს და დაიწყე ინვესტირება ავტოპილოტით თიბისის მობაილბანკში.არ გადადო, დააბანდე.

1716537420

2023–ში ერთი ადამიანის საშუალო თვიური შემოსავალი 521 ლარი იყო

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საშუალო თვიური ფულადი და არაფულადი სახსრები ერთ შინამეურნეობაზე და ერთ სულზე, 2013-2023 წლებში.„საქსტატის“ გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერები, რომლის წილიც 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 87.7 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 92 პროცენტს, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 79.7 პროცენტს შეადგენდა.ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია შინამეურნეობების საშუალო თვიური ფულადი და არაფულადი სახსრების განაწილება ძირითადი წყაროების და დასახლების ტიპის მიხედვით, 2020-2023 წლებში.ქალაქის ტიპის დასახლებებში საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 24.9 პროცენტით გაიზარდა და 1 756 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 8.4 პროცენტით გაიზარდა და 1 664 ლარს გაუტოლდა. ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს უჭირავს, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 48 პროცენტი შეადგინა.თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა. პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.8 პროცენტი შეადგინა. ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერების სტრუქტურა განსხვავდება ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში.2023 წელს საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 16.7 პროცენტით გაიზარდა და 1 649 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულზე 18.7 პროცენტით გაიზარდა და 499 ლარს გაუტოლდა.გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 70.2 პროცენტი შეადგინა.ქალაქის ტიპის დასახლებებში საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე 23.5 პროცენტით გაიზარდა და 1 706 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.7 პროცენტით გაიზარდა და 1 551 ლარს გაუტოლდა. სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 38.7 პროცენტი შეადგინა. სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურა განსხვავდება ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში.

1716536753

ვაშინგტონი საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სა...

მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა". ამასთან, აშშ-ში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება" კანონზე უარს იტყვის.23 მაისს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა და მიიღო „უცხოეთის გავლენის“ კანონი, რომელიც ხელს შეუშლის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას, მოახდენს იმ ორგანიზაციების სტიგმატიზაციას, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს და შეაფერხებს დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც მუშაობენ, რათა ქართველებმა მაღალი ხარისხის ინფორმაცია მიიღონ".„მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა ხმა აიმაღლეს კანონის წინააღმდეგ, ჩვენ ვნახეთ დაშინების კამპანიის ნიშნები და ძალადობის გამოყენება მშვიდობიანად გამოხატული განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ორივე, როგორც „ეროვნული უსაფრთხოების კანონი“, ისე ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რაც ქართველი ხალხის უფლებაა და ეწინააღმდეგება საქართველოს გრძელვადიან მიზანს, რომელიც ასახულია მის კონსტიტუციაში - ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან“.საქართველოს ხელისუფლების ამ ქმედებების პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა. ის გავრცელდება პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე ან არიან მისი თანამონაწილენი. ასევე - ამ პირთა ოჯახის წევრებზე.შეზღუდვა შეეხება პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე ძალადობის ან დაშინების გზით:„აშშ-ის ხანგრძლივი მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიისადმი ფუნდამენტურია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისათვის. ნებისმიერი, ვინც ძირს გამოუთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, მათ შორის, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, მის განმავლობაში და შემდეგ, შესაძლოა ამ პოლიტიკის მიხედვით აღმოჩნდეს შეუსაბამო აშშ-ის ვიზის მისაღებად და აეკრძალოს შეერთებულ შტატებში გამგზავრება. ეს შეზღუდვები შესაძლოა, შეეხოს ამ პირთა ოჯახის წევრებსაც”.ენტონი ბლინკენი დაუყოვნებლივ იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ მიმოხილვასაც:„იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მიიღებენ ზომებს მათი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების დასაწინაურებლად. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განხილვის პროცესში, გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას”.განცხადებაში მითითებულია ამერიკის კანონმდებლობის კონკრეტული მუხლი, რომლის საფუძველზეც სავიზო სანქციები დაწესდება:„პირებზე იმის მიუხედავად, არიან თუ არა მოქმედი ან ყოფილი მთავრობის წევრები თუ არასამთავრობო აქტორები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან მონაწილეობდნენ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, მათ შორის ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით, რათა ხელი შეეშალათ სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებებით სარგებლობაში. ისევე, როგორც ამ პირების ოჯახის წევრებზე“.ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდების, უარი თქვას „რუსული სტილის" კანონზე და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო.საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევას მომავალ კვირაში გეგმავს. კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც.„ქართული ოცნება" კანონის მიღების მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას. მმართველ პარტიაში იმასაც აცხადებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს „გლობალური ომის პარტია".არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებსაც დასავლელი დონორები აფინანსებენ, აცხადებენ, რომ მათი შემოსავლები ისედაც დეკლარირებული და გამჭვირვალეა, ამიტომ ხელისუფლების რეალური მიზანია, საქმიანობა შეუზღუდოს და საერთოდაც გააუქმოს ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებების, კორუფციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ. ისევე, როგორც ეს რუსეთში მოხდა მსგავსი კანონის მიღების შემდეგ.

1716533285

გაიხსნა იასონ ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა

იასონ ლორთქიფანიძე 1919-1921 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველი. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ცენტრალური ბანკის ჩამოყალიბებაში, რასაც დამოუკიდებლობის წლებში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ასევე, ხაზგასასმელია მისი ღვაწლი სხვა არაერთ ეროვნულ საქმეში. მათ შორის, იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი კომისიის წევრი და ამ კომისიის საფინანსო ნაწილის ხელმძღვანელი; სათავეში ედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას; იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთა შორის; სწორედ იასონ ლორთქიფანიძის თაოსნობით მოიძიეს განჯაში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ადგილსამყოფელი და მისი ნეშტი სამშობლოს დაუბრუნდა. ის ცნობილი ქართველი მწერლის ნიკო ლორთქიფანიძის უფროსი ძმაა.აღსანიშნავია, რომ 1917 წლიდან გარდაცვალებამდე (1949 წ.), იასონ ლორთქიფანიძე, სახელმწიფო ბანკის ისტორიული შენობის მიმდებარედ, სწორედ ანტონ ფურცელაძის N12-ში ცხოვრობდა, სადაც დღეს  მისი მემორიალური დაფა გაიხსნა.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყნისა და ისტორიის წინაშე იასონ ლორთქიფანიძის ღვაწლის დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია."ჩვენი ვალია, გვახსოვდეს დამოუკიდებლობის გმირები, სათანადოდ დავაფასოთ მათი ღვაწლი ქვეყნისა და ისტორიის წინაშე. სწორედ ერთ-ერთი ასეთი პიროვნება გახლდათ იასონ ლორთქიფანიძე. მადლობას ვუხდი თბილისის საკრებულოს და დედაქალაქის მერიას, ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის. მიხარია, რომ ახლა ჩვენ შორის იასონ ლორთქიფანიძის შთამომავლებიც არიან და დარწმუნებული ვარ, ამაყობენ დღევანდელი დღით. ეს ის მინიმუმია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ იასონ ლორთქიფანიძის სახელის უკვდავსაყოფად", - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.იასონ ლორთქიფანიძის შთამომავლის, თამარ ლორთქიფანიძის თქმით, სიმბოლურია, რომ იასონ ლორთქიფანიძის მემორიალური დაფის გახსნა 26 მაისის კვირეულს დაემთხვა."ჩემთვის და ჩვენი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ყველას დიდი მადლობა ვინც მიიღო მონაწილეობა, ინიციატორებს, ეროვნულ ბანკს, მერიას, საკრებულოს", - აღნიშნა მან.მემორიალური დაფის გახსნას ესწრებოდნენ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, დედაქალაქის საკრებულოს წევრები,  ასევე იასონ ლორთქიფანიძის შთამომავლები.მემორიალური დაფის გარდა, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას  და სკვერს უახლოეს პერიოდში იასონ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭება. 

1716479707

კრიპტოტექ სოლუშენი Coin პლატფორმას ივნისში გაუშვებს

როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) დამფუძნებელმა ნიკა ყოლბაიამ განაცხადა, ვასპის პლატფორმა Coinet.ge წარმოადგენს fiat gateway-ს, რომლითაც მომხმარებელს, საერთაშორისო ბირჟებიდან თანხის მარტივად განაღდება შეეძლება, საბანკო ანგარიშზე.პროვაიდერი ასევე გამოიყენებს web 3 ტექნოლოგიას, განაღდების და defi wallet-ის შესავსებად. მისი თქმით, ვასპის კონკურენტულ უპირატესობას უზრუნველყოფს ეს მაღალი ტექნოლოგიები, რომელიც ციფრულ სისტემაში ბარათებს და სხვა მოძველებულ ინსტრუმენტებს ანაცვლებს.კრიპტოტექ სოლუშენი რეგისტრირებულ VASPs-ს შორის ერთ-ერთია, რომელიც ბაზარზე სტარტს ახლა იღებს.ამ დროისთვის ლიცენზირებულია 12  პროვაიდერი.ციფრული საფულის  სარეგისტრაციო მოსაკრებელი 5 000 ლარია. კრიპტო აქტივების სავაჭრო პლატფორმების სებ-ის ზედამხედველობაში მოქცევა ამ სეგმენტის ლეგალიზაციას და მომხმარებლის დაცვას ემსახურება. VASP-ს კლიენტთა ბაზის და ტრანზაქციების მუდმივი მონიტორინგისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მექანიზმები მოეთხოვება.პროვაიდერების ინფორმაციით, ციფრული ვალუტებიდან ყველაზე მოთხოვნადი ბიტკოინი, რიპლი, ეთერიუმი და USDT -ა. 

1716478829

₾50 ბანკნოტის დიზაინერი შვეიცარიული კომპანიაა

 ეროვნული ბანკის პირველი საკოლექციო 50 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ესკიზების კონკურსში კომპანია Koenig & Bauer Banknote Solutions-ის მიერ წარმოდგენილი ესკიზი შეირჩა.Koenig & Bauer Banknote Solutions 1952 წელს დაარსებული შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც დაცული ბეჭდვის ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერია.კომპანიის მიერ წარმოდგენილი დიზაინის ესკიზის ლაიტმოტივი ძირითად თემასთან ერთად ქართველი ერის მდიდარი ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე, ევროპული, ძლიერი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფოა.ბანკნოტის დიზაინი განსხვავდება ტრადიციული ჰორიზონტალური დიზაინისგან, მოიცავს ვერტიკალურ განლაგებას და სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს წინსვლას მდგრადობისა და პროგრესისკენ. ნათელი ფერები კი მეტაფორულად ერის კულტურულ მრავალფეროვნებას წარმოაჩენს.ესკიზის ერთი მხარე ასახავს საქართველოს თანამედროვეობას, სიმბოლურად ამჟამინდელ მიღწევებს, ხოლო უკანა მხარე - ერის მდიდარ ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას.სებ-ის მიერ პირველი საკოლექციო დანიშნულების 50 ლარის ნომინალის ბანკნოტის გამოშვება ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილეს ეძღვნება, რომელიც 2025 წელს აღინიშნება.ლარის შემოღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე მართვადი, პოლიტიკურად და ეკონომიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების თვალსაზრისით.ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პირველი საკოლექციო 50 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ესკიზების საერთაშორისო კონკურსი ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე თვის წინ ჩატარდა. კონკურსში სულ 11-მა პირმა მიიღო მონაწილეობა.

1716467670