წისქვილკომბინატებს პირობა ჩამოართვეს – პური არ უნდა გაძვირდეს
„ქვეყანაში სასურსათო
პროდუქტებზე, მათ შორის
ხორბალზე,
თვითუზრუნველყოფის
მაჩვენებლების
გაუმჯობესება ჩვენი
ერთ-ერთი ამოცანაა. შარშან
განვაცხადეთ, რომ
შესაძლებელია ქვეყანაში
ხორბლის წარმოების
თვითუზრუნველყოფის
მაჩვენებელი 50 %-მდე
გაიზარდოს. მინდა გითხრათ,
რომ, ბოლო 2 წლის
განმავლობაში, ჩვენ 60 %-იანი
ზრდა გვაქვს წარმოების
ნაწილში და, ვფიქრობთ, რომ
წელს ზრდის დინამიკა
შენარჩუნებული იქნება.
შარშანდელი მონაცემებით,
დაახლოებით, 30 %-ზე მეტი იყო
თვითუზრუნველყოფის
მაჩვენებელი; გახსოვთ, რომ, 2
წლის წინ, ეს იყო,
დაახლოებით, 15 %-ის
ფარგლებში. ჩვენ ვმუშაობთ
საერთაშორისო
პარტნიორებთან, რომ ამ
პროცესს კიდევ უფრო
შევუწყოთ ხელი“, - აღნიშნა
ოთარ შამუგიამ.მინისტრის
განცხადებით, ბოლო თვეების
განმავლობაში მცირდება
ფასები ფქვილზე, რამაც
წისქვილკომბინატების დიდი
ნაწილის ფაქტობრივი
გაჩერება გამოიწვია,
ვინაიდან ისინი
არაკონკურენტულ გარემოში
აღმოჩნდნენ.„ბოლო ერთი
წლის განმავლობაში
ვაკვირდებოდით პროცესს და
ფქვილის იმპორტი იყო
მზარდი, ხორბალთან
მიმართებაში; თუმცა,
ხორბლის იმპორტი
ხორციელდებოდა -
დაახლოებით 25-30 000 ტონის
ფარგლებში და
წისქვილკომბინატები
არასრული დატვირთვით,
მაგრამ მაინც მუშაობდნენ.
ასევე შეუფერხებლად
ხორციელდებოდა ჩვენი
ადგილობრივი მოსავლის
დაბინავებაც. თუმცა, ბოლო
სამ თვეში, ფქვილის
იმპორტმა 2-ჯერ გადააჭარბა
ხორბლის იმპორტს.
დაახლოებით, 20 000 ტონაა
შემოსული ხორბალი და 40 000
ტონა ფქვილი, რისი მიზეზიც
უკვე ვახსენე. ბოლო 2 კვირის
განმავლობაში, ჩვენ
ინტენსიური შეხვედრები
გვქონდა როგორც
წისქვილკომბინატების
წარმომადგენლებთან, ასევე,
პურის მრეწველთა
კავშირთან და მარცვლეულის
მწარმოებელთა
ასოციაციასთან, ფქვილის
იმპორტიორებთან. ამ
შეხვედრების მიზანი იყო,
რომ ყველა მხარესთან
შეგვეჯერებინა ისეთი
გადაწყვეტილება, რომლითაც
უპირობოდ შევინარჩუნებდით
პურის ფასს და, არსებულ
ვითარებაში, ფერმერებიც
შეუფერხებლად შეძლებდნენ
მოსავლის რეალიზაციას.
გამართული კონსულტაციების
შედეგად, მივიღეთ
გადაწყვეტილება, რომ
ფქვილის იმპორტზე
დაწესდეს დამატებითი
საფასური, რაც კონკურენტულ
გარემოში ჩააყენებს
წისქვილკომბინატებს.
წისქვილკომბინატები
იღებენ ვალდებულებას, რომ
შეისყიდონ ქართული
ხორბალი, იმუშაონ სრული
დატვირთვით და პურის
მწარმოებლებს ისეთი
პირობებით მიაწოდონ
პირველი ხარისხის ფქვილი,
რომ ამან არ გამოიწვიოს
პურის გაძვირება.
დადგენილების პროექტი
დაახლოებით ორ კვირაში
შევა ძალაში, იქნება
დროებითი ღონისძიება და
იმოქმედებს 5 თვის
განმავლობაში; თუმცა, ამ
პერიოდში, ჩვენ მუდმივად
დავაკვირდებით ბაზარზე
არსებულ ვითარებას და,
შესაბამისად, მივიღებთ
ისეთ გადაწყვეტილებებს,
რომელიც სიტუაციაზე
იქნება მორგებული“, -
განაცხადა ოთარ შამუგიამ.
1685353011