თბილისი (GBC) – ავღანეთისა და ირანის საზღვარზე მომხდარ შეიარაღებულ შეტაკებასთან დაკავშირებით, რომელსაც, გადაუმოწმებელი მონაცემებით, მსხვერპლიც მოჰყვა, ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა ახმად ვახიდიმ განაცხადა, რომ თალიბებთან მოლაპარაკებები უკვე გაიმართა. ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო Mehr წერს. 

მინისტრის თქმით, ამ მომენტისთვის პრობლემები ამოწურულია და სასაზღვრო პუნქტიც გახსნილია.

მდინარე გილმენდის წყალზე ირანის უფლებებთან დაკავშირებით ვახიდიმ თქვა: „თუ წყალსაცავში წყალი არის, თალიბანმა ნაწილი ირანს უნდა დაუთმოს, თუ არ არის წყალი, ეს საკითხი ირანს უნდა განემარტოს. ეს იმიტომ, რომ ჩვენი ექსპერტების თქმით წყალსაცავში წყალი არის, თალიბანი ირწმუნება, რომ წყალი არ არის“. მანვე დასძინა, რომ ერთობლივი კომიტეტი შეიქმნება კაშხლების დათვალიერებისა და პრობლემების გადასაჭრელად.

შაბათს დილით თალიბანის მებრძოლებმა სასაზღვრო პუნქტს სოსალი ცეცხლი გაუხსნეს. შეტაკების შედეგად ორი ირანელი მესაზღვრე დაიღუპა, კიდევ ორი მოქალაქე დაიჭრა.