თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 9%–ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო ოთხშაბათს გამართულ სხდომაზე.

რეგულატორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპროცენტო დერეფნის ქვედა ზღვარი 7,5%–ის დონეზეა, ზედა კი – 10%.