თბილისი (GBC) – ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვსი ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მოგზაურობის ვადის ექსპერიმენტული გახანგრძლივება დააანონსა. ექსპერიმენტი ექვსი ქვეყნის მოქალაქეებს შეეხება: იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ესპანეთის და მალაიზიის.

ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

გამარტივებული ექსპერიმენტული სავიზო რეჟიმი 1–ლი დეკემბრიდან 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაციამ, რომ ჩინეთმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და პეკინის პოლიტიკის გამო ტურისტების 98% დაკარგა.