თბილისი (GBC) - მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში კვლავ ილონ მასკი დაწინაურდა.

მასკმა ფუფუნების მაგნატ ბერნარდ არნოს გადაასწრო. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში არნოს ქონება $193  მილიარდს აღწევდა, მაშინ როდესაც  მასკი მხოლოდ $180 მილიარდით პოზიციონირებდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით კი ტესლას აქციების ფასი მიმდინარე წელს 66%-ით გაიზარდა. მაშინ როდესაც ეკონომიკურმა კრიზისმა ფუფუნების საქონლის მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა. არნოს LVMH-ს აქციები პარიზში 2.6%-ით დაეცა.

 

შეგახსენებთ, გასულ თვეში ბერნარდ არნომ, საფონდო ბაზარზე LVMH აქციების ვარდნის გამო 11.2 მილიარდი დოლარი დაკარგა.

აქციების გაუფასურების მთავარი მიზეზიც აშშ-ში ფუფუნების საქონელზე მოთხოვნის შემცირება იყო.

არნო LVMH-ის დამფუძნებელია, რომელიც აერთიანებს  Louis Vuitton-ის ჩანთებს, Moet & Chandon შამპანურის ბრენდსა და Christian Dior-ის კაბებს.