თბილისი (GBC) - ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა, საპროცენტო განაკვეთი უცვლელად 5.25%-ზე დატოვა. ეს მოულოდნელი გადაწყვეტილებაა ექსპერტებისთვის, რადგან ინფლაციასთან ბრძოლის მოტივით, ცენტრალურ ბანკს ზედიზედ 14-ჯერ მოუწია პოლიტიკის გამკაცრება.

ამჟამინდელი მაჩვენებელი კი 15 წლის მაქსიმუმია.

ცენტრალურ ბანკში, განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას, ინფლაციის კლების მაჩვენებლით ხსნიან.

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში აგვისტოს წლიურმა ინფლაციის მაჩვენებელმა 6.7% შეადგინა.