თბილისი (GBC) – თურქული ეროვნული ვალუტა კიდევ უფასურდება და ოთხშაბათის ვაჭრობაზე ლირამ უკვე 1% დაკარგა დოლართან წყვილში.

თურქეთის ცენტრალური ბანკის კურსით, დოლარის ყიდვა–გაყიდვის კურსი ამ დროისთვის 20,31/20,347 ლირას შეადგენს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბაზარზე ბევრი ლირის გამოჩენა ქვეყნიდან კაპიტალის გატანის მცდელობას უკავშირდება.