თბილისი (GBC) – რუსეთში დღეიდან ძალაში შედის პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც პუტინმა დასავლეთის მიერ რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასების საპასუხოდ გასცა. განკარგულების თანახმად, ნავთობის გაყიდვა იკრძალება იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტში მითითებულია ზღვრული ფასი. ლიმიტირებულ ფასად ნავთობის ექსპორტი მხოლოდ პრეზიდენტის ნებართვით განხორციელდება.

რუსეთში სანქცირებული კომპანიების რაოდენობა ერთ წელიწადში თითქმის გაორმაგდა – 1 600–დან 2 900–მდე, ხოლო აფილირებული იურიდიული პირების ჩათვლით მათი რაოდენობა უკვე 10 ათასია.

ვაშინგტონი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც $2,2 მლრდ–ის ღირებულების იქნება. სააგენტო Reuters ორ ამერიკელ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ პაკეტში 150 კმ სიშორის რაკეტები GLSDB შევა. დღემდე უკრაინას 70 კმ რადიუსზე მოქმედი რაკეტები მიეწოდებოდა.

ОПЕК+ წევრი ქვეყნების მონიტორინგის კომიტეტი დღეს, ოთხშაბათს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეიკრიბება, სადაც ნავთობის ბაზარზე არსებულ ვითარებას და ნავთობმოპოვების სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

ნორვეგია უკრაინისთვის 5–წლიან დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელიც მილიარდობით ნორვეგიულ კრონის გადაცემას გულისხმობს ომში მყოფი ქვეყნისთვის. დახმარების გეგმა პარლამენტს 7 თებერვალს წარედგინება.

ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისი განაცხადა, რომ მზადაა ქვეყნის ტერიტორიაზე დასავლური სოციალური ქსელები დაუშვას, თუმცა ამისთვის მათ გარკვეული პირობების შესრულება მოუწევთ.