თბილისი (GBC) – ამერიკელმა სენატორებმა ორპარტიულ შეთანხმებას მიაღწიეს, რითაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი შათდაუნის დასრულება მოხდება, წერს ამერიკული მედია. 

ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი შათდაუნი აშშ–ში 40 დღის განმავლობაში გაგრძელდა.

აშშ–ის მთავრობას ნაწილობრივ შეწყვეტილი ჰქონდა მუშაობა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმის გამო, რომ კონგრესი სახელმწიფო სამსახურების დაფინანსებაზე ვერ თანხმდებოდა.

წინა რეკორდი 35 დღე იყო – 2019 წელს, დონალდ ტრამპის პირველად გაპრეზიდენტების დროს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შათდაუნი მეორმოცე დღეს, გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში ავიაკომპანიებმა 2 500 რეისი გააუქმეს. შათდაუნი აშშ–ის ეკონომიკას თვეში $7 მლრდ უჯდებოდა.