თბილისი (GBC) – ყარაბაღში საომარი მოქმედებები გრძელდება. მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებისა, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან ბრძოლას გააგრძელებს.
ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ყარაბაღში ანტიტერორისტულ ოპერაციას მხოლოდ იმ პირობით შეწყვეტს, თუ სომხური ძალები იარაღს დაყრიან.
სიტუაციაში რუსეთის სამშვიდობო ძალები არ ერევიან.
ანალიტიკოსების აზრით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი სომხეთს დასავლეთთან დაახლოების სურვილის გამო სჯის. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ რუსეთი მთიანი ყარაბაღის დასაცავად ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს.
ექსპერტები ყარაბაღსა და ერევანში ვითარების გაუარესებას ელოდებიან – ერევანში შესაძლოა ძალისმიერი მეთოდებით სცადონ ფაშინიანის თანამდებობიდან გადაყენება დღეს, ოთხშაბათს დაგეგმილი საპროტესტო აქციაზე.
რაც შეეხება ყარაბაღს, სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა სახმელეთო ოპერაცია ჩატარდეს. ამის საფუძველს აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი სამხედრო უპირატესობა აძლევს.