თბილისი (GBC) - მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ბიზნესმენმა ბერნარდ არნომ, საფონდო ბაზარზე LVMH აქციების ვარდნის გამო 11.2 მილიარდი დოლარი დაკარგა.

აქციების გაუფასურების მთავარი მიზეზი აშშ-ში ფუფუნების საქონელზე მოთხოვნის შემცირებაა. - წერს Bloomberg.

არნო LVMH-ის დამფუძნებელია, რომელიც აერთიანებს  Louis Vuitton-ის ჩანთებს, Moet & Chandon შამპანურის ბრენდსა და Christian Dior-ის კაბებს.