ირანის „ოქროს შესაძლებლობა“ კასპიის ზღვაში – რას ეუბნება თეირანი რეგიო...
ირანი კასპიის ზღვას
აღწერს არა მხოლოდ როგორც
სავაჭრო მარშრუტს, არამედ
როგორც სტრატეგიულ აქტივს,
რომელსაც შეუძლია ქვეყნის
ჩრდილოეთ მეზობლებთან
ეკონომიკური კავშირების
გაძლიერება,
ჩრდილოეთი–სამხრეთის
სატრანსპორტო დერეფნის
განვითარება და ევრაზიულ
ეკონომიკურ სივრცეში
ირანის პოზიციის
გამყარება.ამ კონტექსტში
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია წერილის
გავრცელების დრო.ატომ
ახლა?ირანისთვის კასპიის
ზღვის სამართლებრივი
რეჟიმის საკითხი
აქტუალური სწორედ ახლა
ხდება. 2026 წლის ივლისში
ირანის მთავრობამ 2018 წელს
ხელმოწერილი კასპიის
ზღვის სამართლებრივი
სტატუსის შესახებ
კონვენციის რატიფიკაციის
კანონპროექტი დაამტკიცა,
ხოლო აგვისტოში დოკუმენტი
პარლამენტში შევიდა.ოთხმა
სხვა სანაპირო
სახელმწიფომ –
აზერბაიჯანმა, რუსეთმა,
ყაზახეთმა და თურქმენეთმა
–უკვე მოახდინა
კონვენციის რატიფიცირება.
მისი ძალაში შესვლა ხუთივე
ქვეყნის მიერ
რატიფიკაციას
მოითხოვს.ამიტომ საელჩოს
მიერ გავრცელებული ტექსტი
შეიძლება განვიხილოთ
როგორც ირანის
საზოგადოებრივი და
პოლიტიკური გზავნილის
ნაწილი რატიფიკაციის
პროცესის წინ: თეირანი
ცდილობს აჩვენოს, რომ
კასპიის საკითხზე
გადაწყვეტილება მხოლოდ
სამართლებრივი ფორმალობა
არ არის და მას ქვეყნის
მრავალწლიანი ეკონომიკური
და გეოპოლიტიკური
ინტერესები
უკავშირდება.კონვენცია
კასპიის ზღვის ტერიტორიულ
წყლებს, თევზჭერის ზონებს,
საერთო საზღვაო სივრცეს,
ნაოსნობასა და
უსაფრთხოებას
არეგულირებს, თუმცა
ფსკერისა და წიაღის
სექტორებად საბოლოო
გამიჯვნას მეზობელ და
მოპირდაპირე ქვეყნებს
შორის შემდგომ
შეთანხმებებს უტოვებს.
სწორედ ამიტომ რჩება
მნიშვნელოვანი სივრცე
შემდგომი
მოლაპარაკებებისთვის.ირანის
მთავარი მიზანი – კასპიის
ზღვის „გადაქცევა“
ალტერნატიულ
დერეფნადსაელჩოს ტექსტში
ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი სიტყვაა
„დივერსიფიკაცია“.ირანი
პირდაპირ ამბობს, რომ
ტრადიციულ სავაჭრო
მარშრუტებზე არსებული
წნეხის პირობებში კასპიის
ზღვა შეიძლება იქცეს
რუსეთისა და ცენტრალური
აზიის ქვეყნებთან
ეკონომიკური კავშირის
მნიშვნელოვან არხად.ეს
თეირანისთვის
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
დასავლეთთან
ურთიერთობების,
სანქციებისა და ახლო
აღმოსავლეთში არსებული
უსაფრთხოების რისკების
ფონზე. ირანი ცდილობს
ეკონომიკური კავშირების
ისეთი ქსელის შექმნას,
რომელიც მხოლოდ სამხრეთ
პორტებსა და სპარსეთის
ყურეზე არ იქნება
დამოკიდებული.ამ
სტრატეგიაში კასპიის
პორტები, რკინიგზა და
შემდეგ ირანის სამხრეთის
პორტები ერთიან სისტემად
განიხილება.სხვა
სიტყვებით, ირანი ცდილობს
ჩამოაყალიბოს
მარშრუტი:რუსეთი/ცენტრალური
აზია – კასპიის ზღვა –
ირანის ჩრდილოეთი პორტები
–
რკინიგზა/ავტომაგისტრალები
– სპარსეთის ყურის
პორტები.ეს პირდაპირ
უკავშირდება საერთაშორისო
ჩრდილოეთი–სამხრეთის
სატრანსპორტო დერეფანს.
მისი ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მონაკვეთია
ირანის რკინიგზა რაშთიდან
ასტარამდე. რუსეთი და ირანი
2026 წელს ამ მონაკვეთის
მშენებლობის პროექტის
განხორციელებას
აგრძელებენ.ენერგეტიკა –
წერილის ყველაზე
მნიშვნელოვანი
ქვეტექსტისაელჩოს
გზავნილის ყველაზე
საინტერესო ნაწილი
ენერგეტიკას ეხება.ირანი
ხაზს უსვამს კასპიის ზღვის
ენერგორესურსების
მასშტაბს და აღნიშნავს, რომ
რეგიონის ნავთობისა და
გაზის მნიშვნელოვანი
ნაწილი ირანის გვერდის
ავლით გადის მსოფლიო
ბაზრებზე.ეს შემთხვევითი
აქცენტი არ არის.კასპიის
რეგიონში ენერგეტიკული
რესურსების მასშტაბი
მართლაც დიდია. აშშ-ის
ენერგეტიკის ინფორმაციის
ადმინისტრაციის
მონაცემებით, კასპიის
ზღვის ოფშორულ საბადოებზე
დაახლოებით 19,6 მილიარდი
ბარელი ნავთობისა და
კონდენსატის და 106 ტრილიონი
კუბური ფუტი ბუნებრივი
გაზის მარაგებია
შეფასებული.ამ
ენერგეტიკული სისტემის
მნიშვნელოვანი ნაწილი
აზერბაიჯანსა და
ყაზახეთზე მოდის.სწორედ აქ
ჩნდება საქართველოს
ფაქტორი.რატომ ახსენებს
ირანი თბილისს?საელჩოს
ტექსტში პირდაპირ არის
ნახსენები
ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის (BTC)
ნავთობსადენი და
სამხრეთის გაზის
დერეფანი.ეს
მნიშვნელოვანი პოლიტიკური
სიგნალია, რადგან ირანი
ფაქტობრივად აღწერს იმ
ენერგეტიკულ
ინფრასტრუქტურას, რომელიც
კასპიის ენერგორესურსებს
ირანის ტერიტორიის
გვერდის ავლით მსოფლიო
ბაზრებთან
აკავშირებს.ზერბაიჯანული
ნავთობის მნიშვნელოვანი
ნაწილი BTC-ის მეშვეობით
ხმელთაშუა ზღვამდე მიდის,
ხოლო აზერბაიჯანული გაზი
სამხრეთის გაზის დერეფნით
თურქეთსა და ევროპას
მიეწოდება.ამ სისტემაში
თბილისი მხოლოდ
გეოგრაფიული წერტილი არ
არის. საქართველო იმ
მარშრუტის ნაწილია,
რომელიც კასპიის
ენერგორესურსებს
დასავლეთის ბაზრებთან
აკავშირებს.ამიტომ ირანის
მიერ თბილისში
გავრცელებულ ტექსტში
თბილისის ცალკე გამოყოფას
შეიძლება ორმაგი
მნიშვნელობა ჰქონდეს.ერთი
მხრივ, თეირანი უბრალოდ
აღწერს რეგიონულ
ენერგეტიკულ რეალობას.
მეორე მხრივ, ირანი
საქართველოს მკაფიოდ
აჩვენებს, რომ კასპიის
ზღვის ენერგეტიკული და
სატრანსპორტო არქიტექტურა
მისთვის უშუალოდ
დაკავშირებულია
საქართველოს როლთან.ეს BTC-ის
წინააღმდეგ მიმართული
გზავნილია?საელჩოს მიერ
გავრცელებული ტექსტიდან
პირდაპირ ასეთი დასკვნის
გაკეთება არასწორი
იქნებოდა.ირანის საელჩო
BTC-ის შეჩერებას, დაზიანებას
ან მის წინააღმდეგ
მიმართულ მოქმედებას არ
მოითხოვს. არც საქართველოს
წინააღმდეგ რაიმე
კონკრეტული მუქარაა
წარმოდგენილი.თუმცა,
ტექსტი აჩვენებს
მნიშვნელოვან სტრატეგიულ
განსხვავებას.დღეს
კასპიის ენერგორესურსების
დასავლეთისკენ
ტრანსპორტირების
მნიშვნელოვანი ნაწილი
ირანის გვერდის ავლით
ხორციელდება. ირანი კი
საკუთარ ტერიტორიას
ალტერნატიულ მარშრუტად
წარმოაჩენს – როგორც
ჩრდილოეთიდან
სამხრეთისკენ მიმავალი
ენერგეტიკული და
სატრანსპორტო დერეფნის
ნაწილს.ამ თვალსაზრისით,
თეირანის გზავნილი უფრო
კონკურენტული სატრანზიტო
არქიტექტურის
შეთავაზებაა, ვიდრე
კონკრეტული მილსადენის
წინააღმდეგ მიმართული
განცხადება.ირანისთვის
კასპიის ზღვა მხოლოდ
ტრანზიტი არ არისსაელჩოს
ტექსტში ენერგეტიკასთან
ერთად ხაზგასმულია
პორტები, რკინიგზა, ვაჭრობა
და ტურიზმი.ეს ნიშნავს, რომ
თეირანი კასპიის ზღვის
მიმართ კომპლექსურ
სტრატეგიას აყალიბებს.თუ
ჩრდილოეთის პორტები უფრო
აქტიურად დაუკავშირდება
რუსეთისა და ცენტრალური
აზიის ბაზრებს, ხოლო
რაშთი–კასპიისა და
მომავალში რაშთი–ასტარის
მიმართულებები ირანის
სამხრეთ სატრანსპორტო
ქსელთან შეერთდება,
ქვეყანა მიიღებს
შესაძლებლობას,
ერთდროულად იყოს:
ჩრდილოეთიდან
სამხრეთისკენ მიმავალი
ტვირთების მიმღები,
გადამამუშავებელი და
სატრანზიტო ქვეყანა.ეს
ირანისთვის განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი ხდება
მაშინ, როდესაც დასავლეთის
სანქციები მის ტრადიციულ
სავაჭრო არხებს
ზღუდავს.რატომ არის
მნიშვნელოვანი კასპიის
სამართლებრივი
სტატუსი?საელჩოს ტექსტში
განსაკუთრებული ყურადღება
ეთმობა კონვენციის
დეტალებს, მათ შორის ე.წ.
საბაზისო ხაზების
განსაზღვრას და ზღვის
ფსკერის გამიჯვნას.ეს
საკითხი მხოლოდ
იურიდიულიად არ უნდა
აღვიქვათ.კასპიის
ფსკერისა და წიაღის
გამიჯვნა პირდაპირ
უკავშირდება იმას, ვის
ეკუთვნის კონკრეტული
რესურსების ათვისების
უფლება და რა პირობებში
შეიძლება განვითარდეს
ახალი ენერგეტიკული
პროექტები.2018 წლის
კონვენციის მე-8 მუხლი
სწორედ ფსკერისა და წიაღის
გამიჯვნას მეზობელ და
მოპირდაპირე სანაპირო
ქვეყნებს შორის
შეთანხმებას
უკავშირებს.ამიტომ
ირანისთვის კონვენციის
რატიფიკაცია მხოლოდ
საერთაშორისო
ხელშეკრულების ფორმალურად
დასრულება არ არის. ეს არის
მომავალი
მოლაპარაკებებისა და
ენერგეტიკული ინტერესების
სამართლებრივი ჩარჩოს
განსაზღვრის
პროცესიც.მთავარი
გზავნილი: ირანს სურს
კასპიაში ადგილი
დაიბრუნოსსაელჩოს მიერ
გავრცელებული ტექსტის
საერთო ლოგიკა ასეთია:
კასპიის ზღვა ირანისთვის
აღარ უნდა იყოს
პერიფერიული წყლის სივრცე
– ის უნდა გახდეს ქვეყნის
ჩრდილოეთ კარიბჭე
ევრაზიაში.ამისთვის
თეირანი ერთდროულად
საუბრობს რუსეთისა და
ცენტრალური აზიის
ბაზრებზე, პორტებზე,
რკინიგზაზე,
ჩრდილოეთი–სამხრეთის
დერეფანზე, ენერგეტიკაზე
და ტურიზმზე.და ამავე დროს,
ირანი ახსენებს იმ
მარშრუტებსაც, რომლებსაც
დღეს კასპიის რესურსები
დასავლეთში სწორედ
საქართველოს გავლით
გადააქვთ.ამიტომ
საქართველოსთვის ამ
წერილის მნიშვნელობა
განსაკუთრებით
დიდია.თბილისის გზავნილი
ირანისთვის მხოლოდ
ენერგეტიკული მარშრუტის
საკითხი არ არის.
საქართველო მდებარეობს იმ
სივრცეში, სადაც ერთმანეთს
ხვდება ორი განსხვავებული
სატრანზიტო მოდელი:
კასპიის რესურსების
დასავლეთისკენ გატანა
საქართველოს გავლით და
კასპიის რესურსებისა და
ტვირთების სამხრეთისკენ
გადატანა ირანის
გავლით.ორივე მარშრუტს
თავისი ეკონომიკური და
გეოპოლიტიკური
უპირატესობები
აქვს.ამიტომ ირანის
საელჩოს წერილი შეიძლება
წავიკითხოთ როგორც
მცდელობა, რომ კასპიის
ზღვის მომავალი განხილვა
მხოლოდ ხუთი სანაპირო
სახელმწიფოს შიდა
საკითხად არ დარჩეს.
თეირანი წინასწარ
აყალიბებს საკუთარ
პოზიციას და ამბობს, რომ
კასპიის ზღვის
სამართლებრივი,
სატრანსპორტო და
ენერგეტიკული არქიტექტურა
განსაზღვრავს ირანის
ადგილს ევრაზიის
ეკონომიკურ სისტემაში
მომდევნო
ათწლეულებში.„ოქროს
შესაძლებლობა“ სწორედ ეს
არის – ირანს სურს კასპიის
ზღვა გამოიყენოს არა
მხოლოდ როგორც საზღვარი,
არამედ როგორც ახალი
ეკონომიკური კარიბჭე
რუსეთის, ცენტრალური
აზიისა და, საბოლოოდ,
ევროპისკენ მიმავალი
რეგიონული ქსელისთვის.
1788350885