თბილისი (GBC) –მაისში საფრანგეთის ინფლაციამ 6% შეადგინა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია უკანასკნელ 1 წელიწადში.

სამომხმარებლო ფასების ინდექსი აპრილში 6.9%-ს შეადგენდა და ექსპერტები მაისის ინფლაციას 6.4%-ს ვარაუდობდნენ. თუმცა საფრანგეთის ეკონომიკა ინფლაციურ შოკებს უკეთ გაუმკლავდა.

საფრანგეთისგან განსხვავებით გაცილებით რთულადაა იტალიის მაჩვენებელი. იტალიაში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდის ტემპმა 8.1% შეადგინა. Bloomberg წერს, რომ სიტუაცია იტალიისთვის რთულდება, რადგან ECB-ს საპროცენტო განაკვეთის ზრდის ციკლი დასასრულს უახლოვდება.