თბილისი (GBC) – ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა სამშაბათს განაცხადა, რომ ისრაელელმა სამხედროებმა ღამის განმავლობაში განხორციელებული დარტყმის შედეგად ირანის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უმაღლესი საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი მოკლეს

ისრაელის სამხედრო უწყებამ ასევე დაადასტურა გენერალ ღოლამ რეზა სოლეიმანის მკვლელობის შესახებ, რომელიც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მოხალისეთა ძალების „ბასიჯის“ ხელმძღვანელი იყო.

აღნიშნული მკვლელობები ირანის თეოკრატიულ რეჟიმს კიდევ ერთხელ აცლის უმაღლეს ლიდერებს 28 თებერვლის დარტყმის შემდეგ, რომელსაც 86 წლის აიათოლა ალი ხამენეი ემსხვერპლა.

„ლარიჯანი და „ბასიჯის“ მეთაური წუხელ იქნენ ლიკვიდირებულნი. ისინი შეუერთდნენ ხამენეის - განადგურების პროგრამის ხელმძღვანელს - და „ბოროტების ღერძის“ ყველა იმ წარმომადგენელს, რომლებიც ჯოჯოხეთის უფსკრულში არიან განადგურებულნი“, - ნათქვამია კაცის განცხადებაში.