თბილისი (GBC) - 24 სთ-იანი მოლარე-კონსულტანტის დარიცხული ხელფასი 1 100 ლარი (ხელზე ასაღები ₾860),  24/7კონსულტანტის დარიცხული ხელფასი 900 ლარი - "ნიკორაში".

₾1 050/₾900 -"ლიბრეში". 900 ლარია 8 სთ-იანი სამუშაოს შესრულებისთვის გასამრჯელო "ორ ნაბიჯში", სადაც 1/2 განაკვეთიანი დატვირთვის შეთავაზებაცაა, ხელფასით - ₾450.  საშემოსავლოს (20%) და საპენსიო გადასახადის (2%) გამოკლების გარეშე. შესაბამისად, კორექტირების შემდეგ, ხელზე ასაღები ხელფასი გამოდის მიზერული, სახელფასო მინიმუმთან (₾250) მიახლოებული.

რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს ეჩვენება, რომ ჰიპერმარკეტების გამდიდრების თემა ასე ხელაღებით იოლი სასაუბრო არ უნდა იყოს. განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვს. რადგან FMCG (სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქტი) მსხვილი კონტრიბუტორია,  ბევრ სექტორს კვებავს. ამასთან არც თუ ისე მომგებიანია როგორც წარმოაჩენენ.

გიორგი ხაბაშვილის თქმით, ბაზარი მცდელობას არ აკლებს, რომ დასაქმებული და მომხმარებელი კმაყოფილი იყოს.

სურსათით მოვაჭრე ორგანიზებული ბაზრის ლობის თქმით ( "ბიზნესპარტნიორში" საზმაუზე თქვა). კომპანიების მობნდომების და მცდელობის ხარისხი მაღალია. ქსელურ ჰიპერმარკეტების №1 პრიორიტეტია სურსათის უვნებლობის  და ხარისხის უზრუნველყოფა. ასევე მომარაგების ჯაჭვის უწყვეტობა. თუმცა როგორც მან აღნიშნა, რა თქმა უნდა იქნება წყვეტები. მთავარია მონდომება და შედეგიც მალე დადგება. მისი მოლოდინით ორგანიზებული რითეილი 7-8 წელიწადში განვითარდება

ხაბაშვილის თქმით, FMCG ანგარიშგასაწევი სექტორია, კონტრუბუციის მოცულობით,  ასევე სექტორულ ჭრილში. მხოლოდ იჯარებში  ბაზარი 400 მლნ-ს იხდის, რაც ასტიმულირებს უძრავი ქონების ბაზარს.

ლობის შეფასებით, სულ ორგანიზებული  ბაზარი 20.4 მლრდ-იანია (წლიური მაჩვენებელი) და 40-41%-ის ფარგლებშია. შემოსავალი 2025-ისთვის 22 მლრდ-ს გადააჭარბებს 

ხაბაშვილმა TV ეთერში მაყურებელს აუხსნა, რომ  შემოსავლიანობა არ ნიშნავს მომგებიანობას. მისი მოხმობილი სტატისტიკით, 2023-ში რითეილერების მოგება ბრუნვის 5%-ს შეადგენდა და 2024-ში 2.5%-ზე მეტს არ ელის. ამასთან თქვა, რომ ₾10 მლრდ-იდან 7.8 მლრდ ლარი პროდუქციის თვითღირებულებაზე მოდის.

ამასთან, მხვილი კონტრიბუტორი  ხელფასებსი ₾1 მლრდ -ზე მეტს იხდის. საშემოსავლო გადასახადის სახით კი ბიუჯეტში 200 მლნ-ზე მეტი შეაქვს. მარკეტებში ტერმინალზე ტრანზაქციების მომსახურებაში ბანკებს 100 მლნ-ზე მეტს უხდის.

თუმცა გამორჩა, რომ რითეილერები ბანკების აპარატებისა და ბანკომატების გაქირავებითაც იღებენ შემოსავალს, კომპანიის ამონაგების  0.1%-ს.

ხაბაშვილის მოხმობილის შემდეგ, თუ ჩვენც მოვიხმობთ სტატისტიკიდან, ბაზრის და ერთ-ერთი მსხვილის, "ნიკორა ტრეიდის" (ცალკეული კომპანიის მაგალითზე უფრო გასაგები რომ იყოს ბაზრის ანალიზი) ანგარიშგებას, უხეში კალკულაციით, „ნიკორას" 18.9%-იანი საბაზრო წილის მიხედვით, წლიური საიჯარო გადახდები 76 მლნ -ის ფარგლებში გამოდის.

თვეში საშუალოდ ₾ 633 000 და თუ მაღაზიების რაოდენობასაც (617) გავითვალისწინებთ, საშუალოდ თითო მაღაზიაზე უძრავი ქონების ბაზარზე კონტრიბუცია 3 700 აშშ დოლარის ფარგლებში გამოდის.

H1/2024-ისთვის ნიკორა ტრეიდის" EBITDA შეადგენს 41,8 მლნ -ს (-9%Y.Y). 2023 წელს იყო 90 მლნ (2022- 85.6 მლნ).

FMCG ბაზრის შემოსავალი 20 მლრდ-ს აღემატება.

ბოლო დროის მსხვილი, "დეილის”(51% დავით კუიხალაშვილი, 37% ზურაბ ზაქარიაძე) მიერ “მაგნიტის” მფლობელი “რითეილ ინვესთმენთის“ 100%-იანი წილის შესყიდვის შედეგად ერთი ქუდის ქვეშ მოექცა “მაგნიტი”, “გვირილა”, “სპარი” და “იოლი”.

"დეილიმ” აგვისტოში “ფუდმარტის” 100% შეიძინა. ამავე პერიოდში “დეილის” 30% წაიღო  “ჰოლდინგ.ჯიმ“. შესაბამისად, “დეილი” გახდა “ფუდმარტის” შემადგენლობაში შემავალი “სპარის” და “იოლის” მფლობელიც. დამფუძნებლის არჩილ გეგენავას წილიც 30%-ით განისაზღვრა.

წყარო: BRG