თბილისი (GBC) – ფინანსური ანგარიშის მიხედვით შპს ,,პსპ-ფარმა’’ 2021 წლის სრულ შემოსავალს, პანდემიურ 2020–თან შედარებით, 272.1%-ით ზრდის  და 61.8 მლნ ლარს აფიქსირებს.

კომპანიის აქტივებმა 581.7 მლნ ლარი (+14.4% Y.Y), ხოლო კაპიტალმა 292.4 მლნ ლარი (+23.4% Y.Y) შეადგინა.

აქტივებისა და კაპიტალის ზრდასთან ერთად 2021 წელს პსპ-ფარმამ 16.3%-ით გაზარდა თანამშრომლების ხელფასები. ჯამში გადახდილმა ხელფასებმა კი 67.5 მლნ ლარი შეადგინა.

კომპანია დაფუძნებულია 1994 წელს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა არის ფარმაცევტული პროდუქტებითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით საცალო და საბითუმო ვაჭრობა.

კომპანია 2021 წელს მედიკამენტებით საცალო ვაჭრობის ტოპ5–ში მოხვდა შემდეგ კომპანიებთან ერთად: იმპექსფარმი; ნეოფარმი+; პსპ ფარმა; გეფა; ავერსი-ფარმა.

კომპანია ასევე 2022 წლის 6 თვის მედიკამენტების იმპორტიორი კომპანიების ხუთეულშიც მოხდა (სს გეფა; შპს ავერსი-ფარმა; შპს ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია; შპს გლობალფარმი; შპს პსპ-ფარმა.).

კომპანია ფლობს შემდეგ შვილობილ კომპანიებს: შპს ნიუ ჰოსპიტალს (100%); შპს თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი (100%); შპს მედკაპიტალი (50%).

კომპანია ქვეყანაში წარმოდგენილია 300-ზე მეტი აფთიაქით და ასაქმებს 5000 თანამშრომელს.

კომპანიის 95%-იანი წილის მფლობელია კახაბერ ოქრიაშვილი, ხოლო  5% თენგიზ ჯამელაშვილს ეკუთვნის.

პსპ-ფარმა

2021

2020

%

ამონაგები

745.1

634.3

17.5

აქტივები

581.2

508.3

14.4

კაპიტალი

292.4

237

23.4

სრული მოგება

61.8

16.6

272.1

ხელფასები

67.5

58

16.3

თანხა მლნ ₾